21:47 14 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.5941
  • USD2.9568
თემები
სიუჟეტები

სკანდალი TBC BANK–ის წინააღმდეგ

TBC Bank–ი ქვეყნის ერთ–ერთი ლიდერი ბანკია, რომელიც არაერთ მსხვილ პროექტში მონაწილეობს. ბანკი საზოგადოების ყურადღების ცენტრში იანვრის დასაწყისში მოექცა.  სწორედ ამ პერიოდში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხელმოწერის უფლება შეუჩერა TBC Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა დარღვევები, რომლებიც 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებს უკავშირდება. ეროვნულმა ბანკმა შემოწმებისას გამოავლინა ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები. ბოლო ახალ ამბებს გაეცანით „Sputnik-საქართველოზე“