მამუკა ხაზარაძე სექტემბერში ახალი მოძრაობის შექმნას აანონსებს

© photo: Anaklia Port / FBმამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხაზარაძის განცხადებით, საქართველო და ქართველი ხალხი  არ არის იმის ღირსი, რა მდგომარეობაშიც ის ახლა იმყოფება

თბილისი, 12 აგვისტო - Sputnik. მხოლოდ თავისუფალი, ახალგაზრდა, გულანთებული და პროფესიონალი ადამიანების გაერთიანებას შეუძლია ძლიერი ქვეყნის შექმნა, სექტემბრიდან ახალი მოძრაობა, ღირსეული საქართველოსთვის, ნათქვამია საქართველოში უმსხვილესი ბანკის TBC Bank-ის დამფუძნებლის  მამუკა ხაზარაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
ხაზარაძესა და ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიება არ შეუცვალეს

ივლისის დასაწყისში ხაზარაძემ  განაცხადა, რომ შემოდგომაზე ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავდა. მისი თქმით, სამოქალაქო სიმშვიდის მიღწევა მხოლოდ მთავრობისა თუ პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.

ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ძლიერი საქართველოს აშენება, უპირველეს ყოვლისა, ხალხისთვის ღირსების დაბრუნების გზითაა შესაძლებელი და „დღესაც სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ“.

„მხოლოდ თავისუფალი, ახალგაზრდა, გულანთებული და პროფესიონალი ადამიანების გაერთიანებას შეუძლია ძლიერი ქვეყნის შექმნა!!! სექტემბრიდან! ახალი მოძრაობა! ღირსეული საქართველოსთვის!“ - წერს მამუკა ხაზარაძე.

ხაზარაძის განცხადებით, საქართველო და ქართველი ხალხი  არ არის იმის ღირსი, რა მდგომარეობაშიც ის ახლა იმყოფება. 

„ჩვენ ვართ კლებადი ერი, მცირე ეკონომიკის ქვეყანა, სამწუხაროდ, არანაირი სტრატეგიული მიზნები არ გვაქვს, რანი გვინდა რომ ვიყოთ? როგორი ქვეყანა გვინდა რომ გვქონდეს?  ქვეყანა, სადაც სიღარიბის და უიმედობის პროპაგანდა მიდის? ქვეყანა, რომელიც წლების განმავლობაში ტყუილი დაპირებებით იმართება? სისტემა, რომელიც აგრესიული და რეპრესიულია თავისუფალი მედიის და კრიტიკული აზრის მიმართ? ასე ვერ განვვითარდებით“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილე ბადრი ჯაფარიძეს დაახლოებით 17 მლნ დოლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში ბრალი წინა თვეს წაუყენა. საუბარი TBC Bank–ის 2008 წლის ერთ–ერთ საბანკო ოპერაციას ეხება. სასამართლომ თითოეულს გირაოს სახით 700 ათასი ლარი შეუფარდა და აუკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე.


ყველა ახალი ამბავი
0