ხაზარაძესა და ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიება არ შეუცვალეს

გამოწერა
სასამართლომ „თიბისი ბანკის“ თითოეული დამფუძნებლისთვის 700 ათასი ლარის გირაო ძალაში დატოვა

თბილისი, 31 ივლისი - Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ განიხილა საქართველოს უმსხვილესი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი, იუწყება პირველი არხი.

მამუკა ხაზარაძე: „გარანტიას გაძლევთ, ეს სისტემა დაინგრევა“ >>

თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 ივლისს ხაზარაძესა და ჯაფარიძეს გირაოს სახით 700 ათასი ლარი შეუფარდა და აუკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
ხაზარაძე და ჯაფარიძე ანაკლიის პორტის მმართველობას ტოვებენ

პროკურატურამ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს დაახლოებით 17 მლნ დოლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში წაუყენა ბრალი. საუბარია „თიბისი ბანკის“ 2008 წლის ერთ–ერთ საბანკო ოპერაციაზე.

პირველი სასამართლო სხდომა სექტემბერში გაიმართება.

ხაზარაძე და ჯაფარიძე ამტკიცებენ, რომ უდანაშაულო არიან და ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ აღძრული საქმე აბსურდულია. მეტიც, ხაზარაძე საქართველოს ხელისუფლებას დაჰპირდა, რომ სისტემას დაანგრევდა. მისი თქმით, ხალხი, რომელმაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ „ქართულ ოცნებას“ დაუჯერა და მხარი დაუჭირა, მოტყუებული აღმოჩნდა.

პრემიერი მამუკა ხაზარაძის საქმეზე აშშ-ის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა >>

იმის გამო, რომ ბანკირებისთვის წაყენებულ ბრალს გავლენა არ მოეხდინა „თიბისი ბანკის“ საქმიანობაზე, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ გადაწყვიტეს, ბანკის სამეთვალყურეო საბჭო და ბანკის მფლობელი „თიბისი ბანკის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭო დაეტოვებინათ. ხაზარაძე ამ სტრუქტურების თავმჯდომარე იყო, ჯაფარიძე კი - მისი მოადგილე.

ადგილი, სადაც ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს - Sputnik საქართველო
ცნობილი გახდა კომპანია, რომელიც ანაკლიის პორტს ააშენებს

მეტიც, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ დატოვეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მმართველი საბჭო, სადაც ასევე ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავათ. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, მათ გადაწყვიტეს, გადაენაცვლებინათ უკანა პლანზე, „რათა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სპეკულაცია, რომ ჩვენ რაღაცას ვეფარებით“.

 „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საქართველოში პირველ ღრმაწყლოვან პორტს აშენებს. კონსორციუმი არის „თიბისი ბანკისა“ და ამერიკული კომპანია Conti International LLC-ის დაფუძნებული. კონსორციუმში შედიან ასევე SSA Marine (აშშ), British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd. (ბულგარეთი).



ყველა ახალი ამბავი
0