პრემიერი მამუკა ხაზარაძის საქმეზე აშშ-ის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა

© photo: Mamuka Bakhtadze / FBმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერმა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის TBC Bank-ი ძალზე მნიშვნელოვანია.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოში TBC Bank-ის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე სასამართლო პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს, განუცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს აშშ-ის საელჩოს განცხადების კომენტარისას.

ვტოვებთ თანამდებობებს, ვიდრე არ დასრულდება ეს აბსურდული პროცესი – მამუკა ხაზარაძე>>

პროკურატურამ ხაზარაძეს ადა ჯაფარიძეს ოთხშაბათს ბრალი წაუყენა დაახლოებით 17 მლნ დოლარის ოდენობის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში. საუბარია TBC Bank-ის ერთ-ერთ საბანკო ოპერაციაზე 2008 წელს.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
ხაზარაძე: არავის ეგონოს, რომ რამე გამაჩერებს

მეორე დღეს აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ შეშფოთებას გამოთქვამს „ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით". დიპლომატიური მისიის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ კომენტარებში ნათქვამია, რომ „მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური გავლენისაგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში".

„რაც შეეხება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის საელჩოს განცხადებას, სულისკვეთება ამ განცხადებაში არის ისეთი, როგორიც ნებისმიერ ჩვენგანს აქვს. უნდა იყოს უზრუნველყოფილი გამჭირვალე პროცესი სასამართლოსი. საქართველოში არის ევროპული დონის მართლმსაჯულების სისტემა და ეს არის მთავარი. დარწმუნებული ვარ, არანაირი კითხვის ნიშნები ამ პროცესის ირგვლივ, ისევე, როგორც არც ერთი სხვა სასამართლო პროცესის ირგვლივ, არ იქნება", – განაცხადა ბახტაძემ.

ახალი ძალა? – ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს>>

ამასთან, პრემიერმა მამუკა ხაზარაძესა და პოლიტიკოსებს მოუწოდა, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ განცხადებებისა და შეფასებებისგან, რომლებმაც შეიძლება ბანკი დააზარალოს. თავად ბანკირმა სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აბსურდული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ საქართველოს თითოეულ მნიშვნელოვან ფინანსურ ინსტიტუტს ვნებს. ოპოზიციონერებმა ამაში დაინახეს ხელისუფლების მცდელობა, ჩააგდონ ხაზარაძის პოლიტიკური გეგმები.


 TBC bank-ის მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი: „თიბისი ბანკი“ - ძლიერი ფინანსური ინსტიტუტია

„თიბისი ბანკი" არის ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, ის არის სისტემური ბანკი ჩვენი ეკონომიკისთვის... ჩემი მოწოდებაა ყველა მხარის მიმართ, მათ შორის, იქნება ეს მამუკა ხაზარაძე თუ სხვა ადამიანები ან პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ, პოლიტიკური ქულები დაიწერონ ამ პროცესისგან, რომ ამ განცხადებებით არ დავაზიანოთ ჩვენი ეკონომიკისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტი", – აღნიშნა ბახტაძემ.

ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ წარდგენილმა ბრალდებებმა რომ ბანკი არ დააზრალოს, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის" მფლობელი კომპანიის – TBCBANK Group PLC-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტები დატოვეს.

პრემიერმა სხვა საკითხზეც გააკეთა კომენტარი. მან ისაუბრა საქართველოში პირველი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მნიშვნელობაზე, რომლის გარეშე, მისი განცხადებით, ქვეყანა თავის სატრანზიტო პოტენციალს სრულად ვერ განახორციელებს.

ცნობილი გახდა კომპანია, რომელიც ანაკლიის პორტს ააშენებს>>

პორტში სამუშაოებს აწარმოებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც ქართული „თი-ბი-სი ჰოლდინგისა" (მამუკა ხაზარაძე) და ამერიკული კომპანია Conti International LLC-ის დაფუძნებულია. კონსორციუმში გაერთიანებული არიან ასევე SSA Marine (აშშ), British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd (ბულგარეთი).

ამასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩომ, თავის მხრივ, აღნიშნა: „ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში, და რომელსაც აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას".

ყველა ახალი ამბავი
0