ცნობილი გახდა კომპანია, რომელიც ანაკლიის პორტს ააშენებს

© press-service of the Anaklia Portადგილი, სადაც ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს
ადგილი, სადაც ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტენდერში გამარჯვებული კომპანია პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებს.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ანაკლიის პორტის გენერალური მშენებელი მსხვილი ფრანგული კომპანია Eiffage გახდა, ნათქვამია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" განცხადებაში.

პორტში სამუშაოებს აწარმოებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც ქართული „თი-ბი-სი ჰოლდინგისა" და ამერიკული კომპანია Conti International LLC-ის დაფუძნებულია. კონსორციუმში გაერთიანებული არიან ასევე SSA Marine (აშშ), British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd (ბულგარეთი).

ანაკლია - Sputnik საქართველო
ხაზარაძეს ბრალს წაუყენებენ: ანაკლიის პორტის მშენებლობას საფრთხე ემუქრება?

კონსორციუმის გენერალური კონტრაქტორის სახით, Eiffage პარტნიორ კომპანიებთან ერთად, კერძოდ, ABB (შვეიცარია) და CRP (საქართველო), პირველი ფაზის სამუშაოებს შეასრულებს.

კონსორციუმის ინფორმაციით, გენერალური კონტრაქტორის შესარჩევ საერთაშორისო ტენდერში მსოფლიოს წამყვანი სამშენებლო-საინჟინრო კომპანიები მონაწილეობდნენ. კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. არჩევანი კონსორციუმმა ფრანგულ Eiffage-ზე შეაჩერა, რომელიც ევროპაში სამშენებლო კომპანიების ხუთეულში შედის.

„Eiffage ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებს და, კონტრაქტის მიხედვით, მის მიერ მშენებლობაზე დასაქმებულთა 90% ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. მშენებლობაზე სულ 1500 ადამიანი დასაქმდება. ფრანგული კომპანია უკვე აქტიურად ჩაერთო ანაკლიის პორტის პირველი ფაზის დეტალური დიზაინის დასრულების პროცესში", – ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში.

ანაკლიის პორტის მშენებლობა: პროგრესი ჯერჯერობით არ არის>>

ფრანგულ კომპანია Eiffage-ს განხორციელებული აქვს ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიცაა Port of Barcelona ესპანეთში და Port of Dakar სენეგალში, ხიდები და რკინიგზები ევროპის მრავალ ქვეყანაში EuroAirport Basel Mulhouse Freiburg შვეიცარიაში და Airport – Crete საბერძნეთში, უზარმაზარი ხიდები El Tigre Viaduct და Unibridge® bridges კოლუმბიასა და ფილიპინებში.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ბახტაძემ ანაკლიის ინვესტორებისთვის ფინანსური გარიგების დახურვის გადავადებას მხარი დაუჭირა

პორტის მუშაობის დაწყება 2021 წელს არის დაგეგმილი. პორტის განვითარება ცხრა ფაზად განხორციელდება.

პირველი ფაზა გულისხმობს პორტის ამუშავების შემდეგ წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას. ეს არ ნიშნავს, რომ პორტში ამ ოდენობის ტვირთი პირველივე წელიწადს შემოვა, მაგრამ ეს იქნება მაქსიმალური დასაშვები მოცულობა, აცხადებენ პროექტის ავტორები. პირველ და მეორე ფაზებს შორის სამ-ოთხწლიანი შუალედი იქნება. მომდევნო ნაბიჯების გეგმა კი პირველი ფაზის მსვლელობისას შემუშავდება.

პირველი ორი ფაზის დასასრულისთვის ანაკლიის პორტი დაახლოებით 14 მილიონი ტონა ტვირთის მიღებას შეძლებს. პროექტის ავტორების გათვლით, ამ მაჩვენებელს პორტი 2030 წლისთვის მიაღწევს. ყველა ცხრა ფაზის განხორციელებას 50 წელზე მეტი დასჭირდება. იმ დროისთვის პორტი, კონსორციუმის პროგნოზით, შეძლებს ყოველწლიურად 100 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის მიღებას.

პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდი აშშ დოლარია.

ყველა ახალი ამბავი
0