ეროვნული ბანკის პრეზიდენტი: „თიბისი ბანკი“ - ძლიერი ფინანსური ინსტიტუტია

© photo: Sputnik TBC bank-ის მთავარი ოფისი

 TBC bank-ის მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა „თიბისი ბანკის“ ირგვლივ შექმნილი სიტუაცია შეაფასა

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი „თიბისი ბანკი“ ქვეყნის ერთ-ერთ უძლიერეს ფინანსურ ინსტიტუტად რჩება, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის კომენტირებისას.

ხაზარაძე: არავის ეგონოს, რომ რამე გამაჩერებს >>

ოთხშაბათს პროკურატურამ ხაზარაძესა და მის პარტნიორსა და მოადგილეს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ბადრი ჯაფარიძეს წაუყენა ბრალი 17 მილიონი დოლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში. საუბარია 2008 წელს „თიბისი ბანკის“ მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ საბანკო ოპერაციაზე.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი ბანკირის სვლას აფასებს - ხაზარაძე პოლიტიკაში

„ჩვენ „თიბისი ბანკთან“ ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობთ, როგორც რეგულატორი. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ბანკი არის ერთ-ერთი ჯანსაღი და ძლიერი საფინანსო ინსტიტუტი და ბანკის მომხმარებლის ინტერესები, ზუსტად იმავე ხარისხითაა დაცული, როგორც აქამდე იყო“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ პირველი არხის ეთერში.

ამასთან, „თიბისი ბანკის“ აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ეცემა. თბილისის დროით 18:00 საათისთვის აქციები 11,41%-ით დაეცა.

ხაზარაძე და მისი ადვოკატი აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს აბსურდს უწოდებენ.

გენერალურმა პროკურატურამ უკვე განაცხადა, რომ სასამართლოზე ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შერჩევის თაობაზე იშუამდგომლებს.

ხაზარაძეს ბრალს წაუყენებენ: ანაკლიის პორტის მშენებლობას საფრთხე ემუქრება? >>

„დღევანდელი ბრიფინგით (პროკურატურის - რედ.), მხოლოდ იმის გამო, რომ დღეს აქ 5 წუთით მოვსულიყავით, რაღაც ქაღალდები გადმოეცათ ჩვენი ადვოკატებისთვის, 8%-ით დააგდეს „თიბისი ბანკის“ აქციები და რამდენიმე ათეული მილიონით დააზარალეს ჩვენი ინვესტორები. ესაა პირდაპირი, მიზანმიმართული ქმედება. მაგათ ჰგონიათ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააზარალეს, რომლებიც მინორიტარი აქციონერები არიან „თიბისი ბანკში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ანაკლია - Sputnik საქართველო
„იაფფასიანი სპეკულაცია“ - პრემიერმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სკეპტიკოსებს უპასუხა

მან ასევე კრიტიკული განცხადებები ხელისუფლებისა და გვენეტაძის მისამართით გააკეთა.

„ისინი (ხელისუფლება - რედ.) ეუბნებიან ინვესტორებს, რომ თქვენ აქ უსაფრთხოდ არ ხართ. ვიღაც ჩინოვნიკს, ბიუროკრატს, პროკურორს შეუძლია გამოვიდეს და დაანგრიოს ყველაზე წარმატებული ინსტიტუტი. სამწუხაროდ, ეროვნულ ბანკს ძალიან სამარცხვინო მმართველი ჰყავს. ამაზე ცალკე ვისაუბრებთ“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ 2018 წლის აგვისტოში აღიძრა, განცხადება კი ამის შესახებ პროკურატურამ 2019 წლის იანვარში გააკეთა. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ განაცხადა, რომ ხაზარაძე ეჭვმიტანილი იყო, საქართველოს ეროვნული ბანკის ზეწოლის შედეგად მან „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამავდროულად, იგი კვლავ „TBC Bank Group PLC“-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. აღნიშნული კომპანია „თიბისი ბანკის“ 100%-ის მფლობელია. ჯაფარიძე კი მისი მოადგილეა.

„პარლამენტი ყურადღებით აკვირდება" – თალაკვაძე TBC Bank-ის საქმესთან დაკავშირებით >>

TBC Bank Group PLC ლონდონში 2017 წელს დაფუძნდა. ხაზარაძეს ეკუთვნის ასევე კომპანია TBC Holding-ი, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმში შედის. კონსორციუმი საქართველოში პირველ ღრმაწყლოვან პორტს აშენებს.

ივლისის დასაწყისში ხაზარაძემ განაცხადა, რომ შემოდგომაზე ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავდა, რათა გაეერთიანებინა „ჯანსაღი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოება“. ეს ინიციატივა პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა შეაფასეს, როგორც ხაზარაძის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების გეგმა.

ყველა ახალი ამბავი
0