19:45 20 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2917
  • 100 RUB4.6667
  • USD2.9735
ანაკლია

ხაზარაძეს ბრალს წაუყენებენ: ანაკლიის პორტის მშენებლობას საფრთხე ემუქრება?

© photo: Anaklia Port / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
სკანდალი TBC BANK–ის წინააღმდეგ (58)
78 0 0

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა TBC Holding-ის დამფუძნებლის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელმაც უცხოურ ორგანიზაციებთან ერთად ანაკლიის ღრმაწყოვანი პორტის მშენებლობა დაიწყო.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გააკეთებს ყველაფერს, რათა ანაკლიაში ქვეყნის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ბოლომდე მივიდეს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პროექტის გაგრძელებასთან დაკავშირებით „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შესაძლო ზეგავლენის თაობაზე კომენტარის გაკეთებისას.

პორტის მშენებლობას აწარმოებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც ქართული კომპანია TBC Holding-ის (მამუკა ხაზარაძე) და ამერიკული კომპანია Conti International LLC-ის დაფუძნებულია. დღეისთვის კონსორციუმში გაერთიანებული არიან SSA Marine (აშშ), British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd (ბულგარეთი).

„ჩვენ ვავითარებთ ჩვენს ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურას. ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი კი არის კომუნიკაციებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება. მნიშვნელოვან პროექტებს შორისაა ანაკლიის პორტი. აქ სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულებები იქნება განუხრელად შესრულებული. თქვენ იცით, რომ ეს იყო სწორედ მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი. ხელისუფლებამ მასში საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსები დახარჯა და მომავალშიც სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, თავისი ვალდებულებების ფარგლებში, რომ პორტის პროექტი წარმატებით განხორციელდეს", – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება ხაზარაძეს, რომელიც ასევე არის საქართველოს უმსხვილესი ბანკის TBC Bank-ის დამფუძნებელი, მას და მის ყოფილ მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს 16 754 000 აშშ დოლარის ფარგლებში უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციზება ედებათ ბრალად. საუბარი ეხება TBC Bank-ის 2008 წლის ერთ-ერთ საბანკო ოპერაციას.

ანაკლიის პორტის მშენებლობა: პროგრესი ჯერჯერობით არ არის>>>

„ეკონომიკას აქვს თავისი ლოგიკა, მართლმსაჯულებას – თავისი. როგორც თქვენ იცით, ამ პროექტს (ანაკლიის პორტს) ეკონომიკური თვალსაზრისით სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. ვფიქრობ, როგორც სახელმწიფოსთვის, ისე ხაზარაძისთვის და ჯაფარისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე და საკითხები, რომელიც ამ საქმეში არსებობს, ამოიწუროს გონივრულ ვადებში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასე უპასუხა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, გაჩნდება თუ არა პრობლემები პორტის მშენებლობისთვის ფინანსების მოზიდვის კუთხით, რამდენადაც ხაზარაძის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ლახავენ მის რეპუტაციას.

ამ დღეებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში სახელმწიფოსა და ინვესტორ ბანკებს შორის, რომლებიც მზად არიან ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის კონსორციუმს თანხები გამოუყონ, პროგრესი არ არის. მისი სიტყვებით, სახელმწიფო ბანკებისა და კონსორციუმის ყველა პირობას დათანხმდა, გარდა ტვირთების კომერციული რისკების დაზღვევისა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ამჟამად კონსორციუმი პორტის მშენებელ კომპანიას ეძებს, რომელთანაც 15 აგვისტოს შეთანხმება უნდა გაფორმდეს. ამასთან, 15 ოქტომბრისთვის ხელისუფლება ელოდება კონსორციუმის მიერ ფინანსების მოზიდვის ნაწილში ბანკებიდან წინასწარ პირობებს.

 

თემები:
სკანდალი TBC BANK–ის წინააღმდეგ (58)

მთავარი თემები