08:10 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3106
  • 100 RUB4.6653
  • USD2.9710
მამუკა ხაზარაძე

ახალი ძალა? – ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს

photo: Anaklia Port / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (369)
14740

ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე საქართველოში დაძაბულობის დეესკალაციას გეგმავს.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოში უმსხვილესი ბანკის TBC Bank-ისა და ქვეყანაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებელი კომპანია TBC Holding-ის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სექტემბერში თანამოაზრეებთან ერთად საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას გეგმავს. ამის შესახებ ბიზნესმენმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები 20 ივნისიდან მიმდინარეობს. მომიტინგეები აპროტესტებენ პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენას, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიის სხდომაზე დასასწრებად ჩამოვიდა. იმავე დღეს ანტირუსული აქცია არეულობაში გადაიზარდა, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. საპროტესტო აქცია ამით არ დასრულებულა.

„აუცილებელია მიმდინარე პროცესებში საზოგადოების აქტიური ჩართვა და ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნევ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები... სწორედ დღეს არის საჭირო ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება, რადგან ცხადია, რომ არსებული ვითარების დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება", – ნათქვამია განცხადებაში.

პროტესტის მე-19 დღეს, 8 ივლისს თბილისი ოთხმა სხვადასხვა საპროტესტო აქციამ მოიცვა, აქედან ორი პარლამენტთან გაიმართა. ერთი ნაწილი ანტირუსული განცხადებებს აკეთებდა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვდა, მეორე ნაწილი კი, რომელმაც მოასწრო პარლამენტთან ადგილის დაკავება, ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებასა და გარყვნილების პროპაგანდის აკრძალვას მოითხოვდა.

მორალის დამცველები შეიკრიბნენ, რათა ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენლების მიერ დაანონსებული „ღირსების მარშის“ გამართვაში შეეშალათ ხელი, თუმცა, ვიდრე ისინი პარლამენტთან იდგნენ, უმცირესობების უფლებადამცველები შსს-სთან შეიკრიბნენ და გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართეს. მათ მინისტრი დაადანაშაულეს იმაში, რომ იგი მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. მალე შსს-ს შენობასთან, რომელიც პარლამენტიდან 9 კილომეტრში მდებარეობს, ბიზნესმენ ლევან ვასაძის თაოსნობით ტრადიციული ღირებულებების მცველები გამოჩნდნენ, თუმცა იმ დროისთვის ადგილზე პირველი აქციის წევრები უკვე აღარ იმყოფებოდნენ. 

 

თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (369)

მთავარი თემები