ვტოვებთ თანამდებობებს, ვიდრე არ დასრულდება ეს აბსურდული პროცესი – მამუკა ხაზარაძე

გამოწერა
მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ხსნის, რა გახდა მორიგ ჯერზე მისი და ბადრი ჯაფარიძის ბანკიდან წასვლის მიზეზი.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკის“ მფლობელი კომპანიის – TBCBANK Group PLC-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტებს ტოვებენ. ამის შესახებ ნათქვამია თავად ხაზარაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
პროკურატურა: ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ის ზარალია, რომელიც ბანკის აქციონერებს ბოლო 6 თვის განმალობაში მიადგათ. ამიტომ ვიდრე არ დასრულდება მათ მიმართ პროკურატურის მიერ წამოწყებული პროცესი, თანამდებობებზე დაბრუნებას არ აპირებენ.

ხაზარაძის ინფორმაციით, 24 ივლისს, ისევე, როგორც იანვარ–თებერალში, პროკურატურის განცხადების შემდეგ ბანკის აქციების ფასი დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში და ამის შედეგად ბანკის აქციონერებმა 130 მლნ დოლარით იზარალეს. ხაზარაძე პროცესს პროკურატურის მიერ ქვეყნის სტაბილურობის და საერთაშორისო ინვესტორების საწინააღმდეგო ქმედებად აფასებს.

ხაზარაძეს ბრალს წაუყენებენ: ანაკლიის პორტის მშენებლობას საფრთხე ემუქრება? >>>

„24 ივნისს ლონდონში ჩვენმა აქციონერებმა მე და ბადრი 98% ხმათა რაოდენობით თავიდან აგვირჩიეს ბანკის თავჯდომარედ და მის მოადგილედ, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს ასეთი ნდობისათვის. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ არ დასრულდა უსამართლო თავდასხმები ჩვენზე და ამის გამო ზარალდებიან ბანკი, მისი აქციონერები და თანამშრომლები, ამიტომ ვტოვებთ ბანკში დაკავებულ თანამდებობებს მანამ, სანამ არ დასრულდება ეს აბსურდული პროცესი. სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს“, – ნათქვამია ხაზარაძის განცხადებაში.

საქართველოს პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად 16 754 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

მამუკა ხაზარაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში იანვრის დასაწყისიდან მოექცა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ პროკურატურა 2008 წლის ერთ-ერთ საბანკო ოპერაციას სწავლობდა, სადაც საქმე 17 მლნ დოლარის გათეთრებას ეხება.

ყველა ახალი ამბავი
0