12:16 19 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე: „გარანტიას გაძლევთ, ეს სისტემა დაინგრევა“

© photo: The Guivy Zaldastanishvili American Academy in Tbilisi / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
სკანდალი TBC BANK–ის წინააღმდეგ (57)
162 0 0

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მკაცრი პოლიტიკური განცხადებები გააკეთა

თბილისი, 26 ივლისი - Sputnik. საქართველოს უმსხვილესი TBC Bank–ის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, რომელსაც ფულის გათეთრება ედება ბრალად, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების შესახებ სამარცხვინო უწოდა და ხელისუფლებას სისტემის ნგრევით დაემუქრა.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გირაო შეეფარდათ>>>

ოთხშაბათს პროკურატურამ ხაზარაძესა და მის ბიზნესპარტნიორ ბადრი ჯაფარიძეს 2008 წელს „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი საბანკო ოპერაციის შედეგად 17 მილიონი დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია წაუყენა ბრალად. პარასკევს სასამართლომ თითოეულს გირაოს სახით 700 ათასი ლარი შეუფარდა და აუკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე.

 „გარანტიას გაძლევთ, ეს სისტემა დაინგრევა ძალიან მალე და ესენი სახლში წავლენ. ყველა გონს მოეგოს, ამას არ ვლაპარაკობ იმიტომ, რომ გირაო დამადეს... ეს არის სირცხვილი. მოტყუებულმა ხალხმა, რომლებმაც ვიფიქრეთ, რომ 2012 წელს ქვეყანა შეიცვალა, მივიღეთ აბსოლუტურად ორი უკიდურესობა, ორი უკიდურესობის მსხვერპლი აღმოვჩნდით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

2012 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება მოხდა. დღეს ქვეყანას მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მართავს. 

„დღეს პრაქტიკულად ვართ სიტუაციაში, სადაც ერთი პირი მართავს ქვეყანას ინსტიტუციების გარეშე, ეს ერთი პირი იცით, ვინც არის. ეს არის დირიჟორი, რომელსაც ძალიან ცუდი, უცოდინარი შემსრულებლები ჰყავს. გპირდებით, ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. პიროვნულად მათგან განსხვავებით, მე არ მაქვს ბოღმა ჩადებული გულში, ამ ბრძოლას გავაგრძელებ მეგობრებთან ერთად, რომ ეს ქვეყანა შეიცვალოს და ამ ჭაობიდან ამოვიდეთ“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

მისი თქმით, საქართველოში ვითარება კარდინალურად უნდა შეიცვალოს, რათა „ახალგაზრდა ნიჭიერ ხალხს მიეცეს საშუალება, რომ თავისუფალი გადაწყვეტილება მიიღონ, მოსამართლეები იყვნენ თავისუფლები, პროკურორები – კანონმორჩილები“.

სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ 2018 წელს აღიძრა, პროკურატურამ კი ამის შესახებ მხოლოდ 2019 წლის იანვარში განაცხადა.

ივლისის დასაწყისში ხაზარაძემ  განაცხადა, რომ შემოდგომაზე ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავდა. როგორც მან განაცხადა, აპირებს გააერთიანოს „ჯანსაღი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოება“. მისი თქმით, სამოქალაქო სიმშვიდის მიღწევა მხოლოდ მთავრობისა თუ პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.

ბევრმა პოლიტიკოსმა და ექსპერტმა ეს ინიციატივა შეაფასა, როგორც ხაზარაძის გეგმები, დაკავდეს პოლიტიკით და მოემზადოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

თემები:
სკანდალი TBC BANK–ის წინააღმდეგ (57)

მთავარი თემები