ვატო წერეთელი: მამაჩემის წინააღმდეგ დევნის დაწყებით, ჩემზე მანიპულირებას შეეცდებიან

© courtesy of Vato Tsereteliვატო წერეთელი
ვატო წერეთელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნული საქმის ფარგლებში „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი ფულის გათეთრების მუხლით აქვთ წაყენებული.

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ჩემი ოჯახის წევრზე, მამაზე უნდათ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ამით შეეცდებიან ჩემზე პირადად მანიპულაციას, განაცხადა დამოუკიდებელი ტელეკომპანია TV Pirveli-ის მფლობელმა ვახტანგ წერეთელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ.

საქართველოს პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
TV Pirveli-ს მფლობელი პროკურატურაში დაიბარეს

დღეს, „სამგორი თრეიდისა" და „სამგორი M"-ის ერთ-ერთი მეწილე და TV Pirveli-ის დამფუძნებელი ვატო წერეთელი მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიკითხა. კერძოდ, საქმე უკავშირდება წლის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეს ფულის გათეთრების შესახებ, რომელშიც „თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და მისი პარტნიორი ბადრი ჯაფარიძე ფიგურირებენ.

ამასთან, TV Pirveli-ის დამფუძნებელი ვარაუდობს, რომ მიმდინარე მოვლენები, უშუალოდ ტელეკომპანიას უკავშირდება. როგორც მან განაცხადა, ტელევიზიასთან დაკავშირებით მუდმივად იყო შეტევები, თუმცა ამ შეტევებს მუდმივად უმკლავდებოდნენ.

„რაც შეეხება ტელევიზიას, ტელევიზიაზე იყო კონკრეტული შემოტევები, ამიტომაც, ყოველთვის ვფიქრობ, რომ უკავშირდება სავარაუდოდ, ამ ტელევიზიას", - განაცხადა ვატო წერეთელმა.

საქმის სისხლის სამართლებრივი აქცენტი

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ვატო წერეთელი არის „სამგორი ტრეიდის" 50%-იანი წილის და „სამგორი მ"-ის 20%-იანი წილის მფლობელი.

2008 წლის აპრილსა და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით „თიბისი ბანკისგან" სესხის სახით მიიღეს 16 664 000 აშშ დოლარი. იმავე დღეს, აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე.

საპროტეატო აქცია ტელეკომპანია TV Pirveli-თან - Sputnik საქართველო
TV Pirveli-ს მფლობელის გამოკითხვა: სისხლის სამართლის საქმის პოლიტიკური ქვეტექსტი

2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით, ისე რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა" სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე.

ბანკს არ მოუთხოვია 17 მლნ დოლარის დაბრუნება იმათგან, ვინც თავდებში დაუდგა „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს". "თიბისი ბანკმა" ასევე არ ჩამოაჭრა ფული კომპანიებს ანგარიშებიდან და არ ჩამოართვა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონება.

მილიონების დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეთხოვა ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან.

პარალელურად, „თიბისი ბანკი" პერიოდულად ათავისუფლებდა იპოთეკისგან ზემოთ ხსენებული ორი კომპანიის მიერ ჩადებულ უძრავ ქონებას.

პროკურატურის ინფორმაციით, ამავე საქმის ფარგლებში „თიბისი" ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალი ფულის გათეთრების მუხლით აქვთ წაყენებული.

ყველა ახალი ამბავი
0