12:28 13 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2645
  • 100 RUB4.6247
  • USD2.9618
თემები
სიუჟეტები

დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა 2015 წლის 5 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და ტელეკომპანიის წილის დაბრუნება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასაამრთლოს 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილ ქონებას ყადაღა დაედო.  თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 ოქტომბერს ყადაღა დაადო ტელეკომპანია „საქართველოს“ კუთვნილ ქონებასაც, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 51%-ის მფლობელია. ამ ფაქტთან დაკავშირებიოთ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალურ ბრიფინგზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს მოსყიდული უწოდა  და აღნიშნა, რომ ის, ასეთი ქმედებით, დამოუკიდებელ მედიას ებრძვის.