https://sputnik-georgia.com/20220516/qibar-xalvass-mravalmilionmiani-zianis-anazraurebis-motxovnit-axali-sarceli-seaqvs-266679391.html
ქიბარ ხალვაშს მრავალმილიონიანი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ახალი სარჩელი შეაქვს
ქიბარ ხალვაშს მრავალმილიონიანი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ახალი სარჩელი შეაქვს
Sputnik საქართველო
ხალვაში ირწმუნება, რომ მიყენებული ზიანი დღემდე მძიმე ტვირთად აწევს „რუსთავი 2“-ს
2022-05-16T20:29+0400
2022-05-16T20:29+0400
2022-05-16T22:56+0400
გახმაურებული სასამართლო პროცესები
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ 2020
საქართველო
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22893/49/228934965_0:122:2048:1274_1920x0_80_0_0_bd4db3f78a53fa58f1e0069862e9fff0.jpg
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელეარხისთვის ზიანის მიყენების სისხლის სამართლის საქმეზე დღევანდელი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე აპირებს სასამართლოში სამოქალაქო სარჩელის შეტანას, რათა დამნაშავეებმა „რუსთავი 2“-ს მრავალმილიონიანი ზარალი აუნაზღაურონ. ამის შესახებ ნათქვამია მის განცხადებაში.თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,7 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენებაში, და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. დამნაშავედ ასევე იქნა ცნობილი „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენიაც.ხალვაშის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა მარტივი სამართლებრივი ჭეშმარიტება, რომ კომპანია „ინტერ მედიასთან" გარიგების დადების გზით „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის მაშინდელი არაკანონიერი მფლობელების თანხმობით „რუსთავი 2“-ს განზრახ მიაყენა 6,7 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური ზიანი.ხალვაში ირწმუნება, რომ აღნიშნული ზიანი ახლაც მძიმე ტვირთად აწევს „რუსთავი 2“-ს, რომელიც ქართული და სტრასბურგის სასამართლოების გადაწყვეტილებებით 2019 წელს კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა.როგორც ხალვაში თვლის, „რუსთავი 2“-სთვის ზიანის მიყენების მოტივი ის გარემოება იყო, რომ ტელეკომპანიის მაშინდელი არაკანონიერი მფლობელებისა და გენერალური დირექტორის საფუძვლიანი ვარაუდით, „რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს უსათუოდ დაუბრუნდებოდა.გვარამიას, რომელიც 2019 წლის ივლისამდე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო, ბრალი ედებოდა „კომერციულ მოსყიდვასა“ და „ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია“, ასევე „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“.პროკურატურის ინფორმაციით, ამ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. თუმცა სასამართლო არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში, რის გამოც ბრალდებულის ქმედება დაკვალიფიცირდა სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად – სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, ნაცვლად ამავე კოდექსის 182-ე მუხლისა. ამ ნაწილში გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 ათასი ლარის ოდენობით.ასევე ნიკა გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე – სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გამართლდა სხვა ყველა წარდგენილ ბრალდებაში.ამ საქმეზე ნიკა გვარამიას ბრალდება 2020 წლის 6 სექტემბერს წარედგინა. მასთან ერთად საქმეზე ბრალი ჰქონდა წარდგენილი კიდევ ორ პირს – „რუსთავი 2"-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას, რომელსაც სასამართლომ 50.000 ლარის ჯარიმა დააკისრა და დაკავშირებული კომპანიის „ინტერ მედია პლუსის" დირექტორს ზურაბ იაშვილს, რომელიც სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.საქმე ეხება მოვლენებს, რომლებიც მას შემდეგ მოხდა, რაც 2015 წელს „რუსთავი-2“-ის ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის დაბრუნებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა დაიწყო. საქმე ხალვაშის გამარჯვებით დასრულდა, არხს მფლობელები 2019 წლის ივლისში შეეცვალა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22893/49/228934965_409:104:2048:1333_1920x0_80_0_0_f8c7c29de9b3631d348768359f09e065.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქიბარ ხალვაში ზიანი ანაზღაურება მოთხოვნა სარჩელი
ქიბარ ხალვაში ზიანი ანაზღაურება მოთხოვნა სარჩელი
ქიბარ ხალვაშს მრავალმილიონიანი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ახალი სარჩელი შეაქვს
20:29 16.05.2022 (განახლებულია: 22:56 16.05.2022) ხალვაში ირწმუნება, რომ მიყენებული ზიანი დღემდე მძიმე ტვირთად აწევს „რუსთავი 2“-ს.
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელეარხისთვის ზიანის მიყენების სისხლის სამართლის საქმეზე დღევანდელი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე აპირებს სასამართლოში სამოქალაქო სარჩელის შეტანას, რათა დამნაშავეებმა „რუსთავი 2“-ს მრავალმილიონიანი ზარალი აუნაზღაურონ. ამის შესახებ ნათქვამია მის განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,7 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენებაში, და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. დამნაშავედ ასევე იქნა ცნობილი „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენიაც.
„მოვუწოდებ დამნაშავეებს, სრულად აანაზღაურონ ტელეკომპანიისთვის მიყენებული მრავალმილიონიანი ზიანი. ამ მიზნით სისხლის სამართლის განაჩენის საფუძველზე დაუყოვნებლივ წარვადგენ სამოქალაქო სარჩელს სასამართლოში“, – ნათქვამია ქიბარ ხალვაშის განცხადებაში, რომელსაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ხალვაშის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა მარტივი სამართლებრივი ჭეშმარიტება, რომ კომპანია „ინტერ მედიასთან" გარიგების დადების გზით „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის მაშინდელი არაკანონიერი მფლობელების თანხმობით „რუსთავი 2“-ს განზრახ მიაყენა 6,7 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური ზიანი.
ხალვაში ირწმუნება, რომ აღნიშნული ზიანი ახლაც მძიმე ტვირთად აწევს „რუსთავი 2“-ს, რომელიც ქართული და სტრასბურგის სასამართლოების გადაწყვეტილებებით 2019 წელს კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა.
როგორც ხალვაში თვლის, „რუსთავი 2“-სთვის ზიანის მიყენების მოტივი ის გარემოება იყო, რომ ტელეკომპანიის მაშინდელი არაკანონიერი მფლობელებისა და გენერალური დირექტორის საფუძვლიანი ვარაუდით, „რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს უსათუოდ დაუბრუნდებოდა.
გვარამიას, რომელიც 2019 წლის ივლისამდე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო, ბრალი ედებოდა „კომერციულ მოსყიდვასა“ და „ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია“, ასევე „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“.
პროკურატურის ინფორმაციით, ამ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. თუმცა სასამართლო არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში, რის გამოც ბრალდებულის ქმედება დაკვალიფიცირდა სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად – სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, ნაცვლად ამავე კოდექსის 182-ე მუხლისა. ამ ნაწილში გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 ათასი ლარის ოდენობით.
ასევე ნიკა გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე – სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გამართლდა სხვა ყველა წარდგენილ ბრალდებაში.
ამ საქმეზე ნიკა გვარამიას ბრალდება 2020 წლის 6 სექტემბერს წარედგინა. მასთან ერთად საქმეზე ბრალი ჰქონდა წარდგენილი კიდევ ორ პირს – „რუსთავი 2"-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას, რომელსაც სასამართლომ 50.000 ლარის ჯარიმა დააკისრა და დაკავშირებული კომპანიის „ინტერ მედია პლუსის" დირექტორს ზურაბ იაშვილს, რომელიც სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
საქმე ეხება მოვლენებს, რომლებიც მას შემდეგ მოხდა, რაც 2015 წელს „რუსთავი-2“-ის ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის დაბრუნებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა დაიწყო. საქმე ხალვაშის გამარჯვებით დასრულდა, არხს მფლობელები 2019 წლის ივლისში შეეცვალა.