„დავიღლებოდი, აბა რა იქნებოდა... აქ ყოფნის აზრი – მინუს უსასრულობა“ – ნიკა გვარამია

© photo: Nika Gvaramia / FBნიკა გვარამია
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პროკურატურის მისამართით პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, სასამართლოზე ყოფნას აზრი არ აქვს, გვარამია პროკურატურის ბრალს სამარცხვინოს, ანტისამართლებრივისა და ღიად პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2"-ის თანხების გაფლანგვის საქმე: ნიკა გვარამიას პრეტენზიები აქვს

„მაგარი დავიღალე ამ ყ...ის მოსმენით. პაექრობაში მოწინააღმდეგის დამარცხების ინტერესსაც არ იწვევს თქვენი უსახური წარმონადგენლობა საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia ბრალის შინაარსი – სამარცხვინო, ანტისამართლებრივი და ღიად პოლიტიკურად მოტივირებული. პროკურორების მიერ ამ ბრალის პროცესზე პრეზენტაცია – სამარცხვინო და კოკისპირულად არაკომპეტენტური. ხოდა დავიღლებოდი, აბა რა იქნებოდა. აქ ყოფნისას გამოყოფილი ადრენალინი – ნული. აქ ყოფნის აზრი – მინუს უსასრულობა“, – წერს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გვარამიამ ისაუბრა საქმის დეტალებზე, რომელსაც სუს–ი იძიებს

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა. კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას ედავება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ყველა ახალი ამბავი
0