https://sputnik-georgia.com/20220511/saapelacio-sasamartlom-ar-daakmayofila-rustavi-2-is-yofili-mflobelebis-suamdgomloba-266586526.html
სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელების შუამდგომლობა
სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელების შუამდგომლობა
Sputnik საქართველო
დაცვის მხარე მოსამართლეს მიკერძოებულად მიიჩნევს
2022-05-11T20:56+0400
2022-05-11T20:56+0400
2022-05-11T20:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ 2020
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251991213_0:214:2048:1366_1920x0_80_0_0_97b76421de82f4956888053c8d063a39.jpg
თბილისი, 11 მაისი - Sputnik. საქართველოს სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე ტელეკომპანიის დამფუძნებლების ადვოკატის, კახა კოჟორიძის შუამდგომლობა ერთ-ერთი მოსამართლის - ოთარ სიჭინავას - აცილების თაობაზე.„რუსთავი 2“-ის საქმეზე მოსმენა სააპელაციო სასამართლოში 15 ივნისს განახლდება.მოსარჩელის შუამდგომლობის გარდა დღევანდელ სხდომაზე მხარეებს გააცნეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ მომზადებული ანგარიში. ის ეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც არ დააკმაყოფილა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი, რომლებიც კომპანიის დღევანდელი მფლობელისგან, ქიბარ ხალვაშისგან 60%-იან წილს ითხოვენ.მომდევნო სხდომაზე გაირკვევა, დაერთვება თუ არა საქმეს ეს დასკვნა მტკიცებულებად.ადვოკატ კოჟორიძის განცხადებით, სასამართლოს მხრიდან ვერ მოისმინა დასაბუთებული არგუმენტი, რის გამოც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა. ადვოკატი თქმით, მოსარჩელე მოსამართლე სიჭინავას ხელისუფლების ინტერესების გამტარებლად მიიჩნევს.განსხვავებული პოზიცია აქვს „რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორს პაატა სალიას, რომელიც აცხადებს, რომ ვერ დაკმაყოფილდება შუამდგომლობა მხოლოდ იმის გამო, რომ რომელიმე მხარეს არ სურს კონკრეტული მოსამართლე იხილოს სასამართლო დარბაზში.„აპელანტებმა დაასახელეს რამდენიმე გახმაურებული საქმე, სადაც მონაწილეობდა ოთარ სიჭინავა და თქვეს, რომ ის შეიძლება მიკერძოებული იყოს ამ საქმეში, ვინაიდან ამ საქმის ბედით დაინტერესებულია ხელისუფლება. დაუსაბუთებელი იყო შუამდგომლობა იმის გამო, რომ მხარეს სურვილი აქვს, რომ რომელიმე მოსამართლე არ იხილოს სასამართლო დარბაზში, არ შიძლება ის დაკმაყოფილდეს“, - განაცხადა პაატა სალიამ.„რუსთავი2“-ის საქმეჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ აწ გარდაცვლილ ეროსი კიწმარიშვილთან ერთად 1994 წელს დააფუძნეს. 2004 წელს, ტელეკომპანიის პაატა ქარსანიძისთვის მიყიდვის მომენტში მათი წილი 60%-ს შეადგენდა.ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელები ამტკიცებდნენ სასამართლოზე, რომ მათ 2004 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ ტელეარხის წილები ზეწოლით დაათმობინა. იმ დროს ხელისუფლებაში უკვე სააკაშვილის გუნდი იყო. 2003 წლიდან დაწყებული „რუსთავი 2" „ვარდების რევოლუციის" და შემდეგ მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავარი საინფორმაციო მხარდამჭერი იყო. 2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ იგი მთავარი ოპოზიციური არხი გახდა.2004 წლის შემდეგ „რუსთავი 2"-მა არაერთხელ შეიცვალა მფლობელი. იმავე წელს ტელეკომპანიის საკონტროლო წილი ქიბარ ხალვაშმა შეიძინა, რომელიც 2006 წელს გაყიდა. 2016 წელს მან სასამართლოს სარჩელით მიმართა. მან განაცხადა, რომ ტელეკომპანია, რომელიც იმ დროისთვის რადიკალურად ოპოზიციური იყო, წაართვეს.ხალვაშმა ქართული სასამართლოს სამივე ინსტანციაში დაამტკიცა, რომ 2006 წელს მას ტელეკომპანია იძულებით დაათმობინეს და ის კანონიერ მფლობელს, ანუ მას უნდა დაუბრუნდეს. მოგვიანებით ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ქართულ სამართალწარმოებაში დარღვევა ვერ იპოვა.შედეგად – 2019 წლის 18 ივლისს „რუსთავი 2" ხალვაშისა და მისივე კომპანია „პანორამას" მფლობელობაში გადავიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251991213_205:0:2026:1366_1920x0_80_0_0_d84d6ba479e8d5c02e47f35273fe88fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სააპელაციო სასამართლო „რუსთავი 2“ ყოფილი მფლობელები შუამდგომლობა
სააპელაციო სასამართლო „რუსთავი 2“ ყოფილი მფლობელები შუამდგომლობა
სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელების შუამდგომლობა
20:56 11.05.2022 (განახლებულია: 20:57 11.05.2022) დაცვის მხარე მოსამართლეს მიკერძოებულად მიიჩნევს
თბილისი, 11 მაისი - Sputnik. საქართველოს სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე ტელეკომპანიის დამფუძნებლების ადვოკატის, კახა კოჟორიძის შუამდგომლობა ერთ-ერთი მოსამართლის - ოთარ სიჭინავას - აცილების თაობაზე.
„რუსთავი 2“-ის საქმეზე მოსმენა სააპელაციო სასამართლოში 15 ივნისს განახლდება.
მოსარჩელის შუამდგომლობის გარდა დღევანდელ სხდომაზე მხარეებს გააცნეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ მომზადებული ანგარიში. ის ეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც არ დააკმაყოფილა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი, რომლებიც კომპანიის დღევანდელი მფლობელისგან, ქიბარ ხალვაშისგან 60%-იან წილს ითხოვენ.
მომდევნო სხდომაზე გაირკვევა, დაერთვება თუ არა საქმეს ეს დასკვნა მტკიცებულებად.
ადვოკატ კოჟორიძის განცხადებით, სასამართლოს მხრიდან ვერ მოისმინა დასაბუთებული არგუმენტი, რის გამოც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა. ადვოკატი თქმით, მოსარჩელე მოსამართლე სიჭინავას ხელისუფლების ინტერესების გამტარებლად მიიჩნევს.
„ვერცერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, ვერ გავიგეთ, უბრალოდ რის გამო არ დაკმაყოფილდა ჩვენი შუამდგომლობა. ითქვა, რომ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ აცილება მოხდეს. ჩვენ ნდობა, რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე პოლიტიკური გავლენებისაგან დაცლილი იქნება ოთარ სიჭინავა, რა თქმა უნდა, არ გვაქვს,"-აცხადებს კახა კოჟორიძე.
განსხვავებული პოზიცია აქვს „რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორს პაატა სალიას, რომელიც აცხადებს, რომ ვერ დაკმაყოფილდება შუამდგომლობა მხოლოდ იმის გამო, რომ რომელიმე მხარეს არ სურს კონკრეტული მოსამართლე იხილოს სასამართლო დარბაზში.
„აპელანტებმა დაასახელეს რამდენიმე გახმაურებული საქმე, სადაც მონაწილეობდა ოთარ სიჭინავა და თქვეს, რომ ის შეიძლება მიკერძოებული იყოს ამ საქმეში, ვინაიდან ამ საქმის ბედით დაინტერესებულია ხელისუფლება. დაუსაბუთებელი იყო შუამდგომლობა იმის გამო, რომ მხარეს სურვილი აქვს, რომ რომელიმე მოსამართლე არ იხილოს სასამართლო დარბაზში, არ შიძლება ის დაკმაყოფილდეს“, - განაცხადა პაატა სალიამ.
ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ აწ გარდაცვლილ ეროსი კიწმარიშვილთან ერთად 1994 წელს დააფუძნეს. 2004 წელს, ტელეკომპანიის პაატა ქარსანიძისთვის მიყიდვის მომენტში მათი წილი 60%-ს შეადგენდა.
ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელები ამტკიცებდნენ სასამართლოზე, რომ მათ 2004 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ ტელეარხის წილები ზეწოლით დაათმობინა. იმ დროს ხელისუფლებაში უკვე სააკაშვილის გუნდი იყო. 2003 წლიდან დაწყებული „რუსთავი 2" „ვარდების რევოლუციის" და შემდეგ მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავარი საინფორმაციო მხარდამჭერი იყო. 2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ იგი მთავარი ოპოზიციური არხი გახდა.
2004 წლის შემდეგ „რუსთავი 2"-მა არაერთხელ შეიცვალა მფლობელი. იმავე წელს ტელეკომპანიის საკონტროლო წილი ქიბარ ხალვაშმა შეიძინა, რომელიც 2006 წელს გაყიდა. 2016 წელს მან სასამართლოს სარჩელით მიმართა. მან განაცხადა, რომ ტელეკომპანია, რომელიც იმ დროისთვის რადიკალურად ოპოზიციური იყო, წაართვეს.
ხალვაშმა ქართული სასამართლოს სამივე ინსტანციაში დაამტკიცა, რომ 2006 წელს მას ტელეკომპანია იძულებით დაათმობინეს და ის კანონიერ მფლობელს, ანუ მას უნდა დაუბრუნდეს. მოგვიანებით ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ქართულ სამართალწარმოებაში დარღვევა ვერ იპოვა.
შედეგად – 2019 წლის 18 ივლისს „რუსთავი 2" ხალვაშისა და მისივე კომპანია „პანორამას" მფლობელობაში გადავიდა.