პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი დაუმძიმა

© photo: Nika Gvaramia / FBნიკა გვარამია
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლოს მიერ მისთვის აგვისტოში აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო – 40 000 ლარი გადაიხადა.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ახალი ბრალდება წარედგინება. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2"-ის საქმე: გვარამიასთან ერთად ბრალი კიდევ ორ პირს წარედგინა

პროკურატურის ინფორმაციით, გვარამია ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით დღეს უწყებაშია დაბარებული.

„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე, დღეს, 19:00 საათზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით დაბარებულია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

„ყველასთვის ასე ჯობს...“ – რა დაემართა ნიკა გვარამიას? – ფოტო >>>

ნიკა გვარამიას 11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათასი ლარის გირაო შეუფარდა, მას საქართველოს საზღვრის დატოვებაც შეეზღუდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გირაოს თანხის გადასახდელად გვარამიას 30 დღე მიეცა. ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ გირაოს სახით შეფარდებული არანაირი თანხის გადახდას არ აპირებდა, თუმცა მოგვიანებით მან ის მაინც გადაიხადა.

ნიკა გვარამიას თქმით, მან გადაწყვეტილება მისი ოჯახისა და გუნდის გამო შეცვალა, რადგან ისინი ძალიან ნერვიულობენ შექმნილი სიტუაციის გამო.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
ნიკა გვარამიამ გირაო გადაიხადა

პროკურატურა ნიკა გვარამიას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. გამოძიება ამტკიცებს, რომ გვარამიამ არ მოითხოვა დაახლოებით 6,8 მილიონი ლარი კომპანია „ინტერ მედია პლუსისგან“, რომელთანაც რეკლამის განთავსების უფლების გადაცემაზე ხელშეკრულება გააფორმა.

6 სექტემბერს კი პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა. გვარამიას ბრალი ედება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0