https://sputnik-georgia.com/20220521/premier-ministrma-nika-gvaramias-saqmeze-pirveli-komentari-gaaketa-266810434.html
პრემიერ-მინისტრმა ნიკა გვარამიას საქმეზე პირველი კომენტარი გააკეთა
პრემიერ-მინისტრმა ნიკა გვარამიას საქმეზე პირველი კომენტარი გააკეთა
Sputnik საქართველო
ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი გამჭვირვალედ ჩატარდა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა
2022-05-21T23:00+0400
2022-05-21T23:00+0400
2022-05-21T23:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ 2020
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260143384_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_25ee714e7aa92a75c6f4808d8e4765b4.jpg
თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ადამიანი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, უნდა დაისაჯოს - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი ოპოზიციური ტელეარხ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს.ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნეს. მას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.მისი თქმით, გვარამიას საქმის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართა.„დღეს რეალურად გვაქვს ქვეყანაში დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები არ ირღვევა, გვაქვს სრული გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.საქართველოს პროკურატურის მტკიცებით, „სრული და ობიექტური გამოძიების შედეგად მიიღეს უტყუარი მტკიცებულებები“, რომ 2015–2019 წლებში ტელეარხის ხელმძღვანელებმა, მათ შორის გვარამიამ, სხვადასხვა სიმძიმის რიგი დანაშაულები ჩაიდინეს.გამოძიებით დადგენილი ფაქტებით, გვარამიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას საეთერო დროის გაყიდვის შესახებ ახალ და სრულიად გამოუცდელ კომპანიასთან „ინტერ მედია პლუსი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი გვარამიას ახლობელია.მას შემდეგ, რაც ხალვაშმა სასამართლო დავა დაიწყო ტელეკომპანიის აქციების გამო, „რუსთავი 2“ გვარამიას ხელმძღვანელობით აღარ იხდიდა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფულს გაყიდული რეკლამისთვის. ეს სახსრები რჩებოდა გვარამიას უახლოესი მეგობრის კომპანიაში, რამაც „რუსთავი 2“-ს არსებითი ზარალი მიაყენა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260143384_25:0:1085:795_1920x0_80_0_0_3f9e0dcea1eed9ccdc63bf7ab22210ff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამია საქმეზე კომენტარი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამია საქმეზე კომენტარი
პრემიერ-მინისტრმა ნიკა გვარამიას საქმეზე პირველი კომენტარი გააკეთა
ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი გამჭვირვალედ ჩატარდა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა
თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ადამიანი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, უნდა დაისაჯოს - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი ოპოზიციური ტელეარხ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს.
ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნეს. მას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
„ნამდვილად ვერ შევალ დეტალებში და ვერ გავაკეთებ კომენტარს ბატონი გვარამიას შესახებ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, ჩაიდენს დანაშაულს, უნდა დაისაჯოს. ასეთია მოწყობა ნებისმიერი თანამედროვე, სამართლებრივი, ცივილიზებული სახელმწიფოსი. ჩვენ თუ გვინდა, რომ ვიყოთ ცივილიზებული, თანამედროვე დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, გვარამიას საქმის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართა.
„დღეს რეალურად გვაქვს ქვეყანაში დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები არ ირღვევა, გვაქვს სრული გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს პროკურატურის მტკიცებით, „სრული და ობიექტური გამოძიების შედეგად მიიღეს უტყუარი მტკიცებულებები“, რომ 2015–2019 წლებში ტელეარხის ხელმძღვანელებმა, მათ შორის გვარამიამ, სხვადასხვა სიმძიმის რიგი დანაშაულები ჩაიდინეს.
გამოძიებით დადგენილი ფაქტებით, გვარამიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას საეთერო დროის გაყიდვის შესახებ ახალ და სრულიად გამოუცდელ კომპანიასთან „ინტერ მედია პლუსი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი გვარამიას ახლობელია.
მას შემდეგ, რაც ხალვაშმა სასამართლო დავა დაიწყო ტელეკომპანიის აქციების გამო, „რუსთავი 2“ გვარამიას ხელმძღვანელობით აღარ იხდიდა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფულს გაყიდული რეკლამისთვის. ეს სახსრები რჩებოდა გვარამიას უახლოესი მეგობრის კომპანიაში, რამაც „რუსთავი 2“-ს არსებითი ზარალი მიაყენა.