15:53 09 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4507
  • 100 RUB4.3040
  • USD3.0594
სიუჟეტები

ჭიათურაში მეშახტეები გაიფიცნენ

ჭიათურაში მანგანუმის მადნის მომპოვებელი საწარმოს თანამშრომლები 15 მაისიდან არიან გაფიცულები. საპროტესტო აქციას ეტაპობრივად ყველა მაღაროელი შეუერთდა - დაახლოებით 3 ათასი ადამიანი. ნაწილმა ქალაქის ცენტრში, რაიონულ საკრებულოსთან, სკვერში  კარვები გაშალა და შიმშილობა გამოაცხადა. ზოგიერთმა გაფიცულმა პირიც კი ამოიკერა.
მეშახტეების მოთხოვნები ოთხი პუნქტიდან შედგება: Georgian Manganese-ში დასაქმებულთა ხელფასების მომატება 50%-ით; უკეთესი სადაზღვევო პაკეტი დასაქმებულებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის; გაფიცვისა და მომდევნო პერიოდში ყველა აქტივისტის დაცვა ზეწოლისაგან და მაღაროელთა გაფიცვის კანონიერი უფლების აღიარება; ქალაქში დიდი სატვირთო მანქანების გადაადგილების აკრძალვა.