„მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა": პრემიერმა ჭიათურის მაღაროელებს მადლობა გადაუხადა

© photo: Sputnikჭიათურა
ჭიათურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერმა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ჭიათურაში გამართულ საპროტესტო აქციაზე კომენტარი გააკეთა.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან ჭიათურის მაღაროელებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მათ გაფიცვას პოლიტიკური იერი არ მისცეს და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინეს.

„ჩვენ გარანტორი ვიქნებით" – ხელისუფლება მაღაროელებს მხარდაჭერას დაჰპირდა>>>

ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვა 15 მაისიდან 27 მაისამდე გაგრძელდა. მათ ოთხი მოთხოვნა ჰქონდათ: „ჯორჯიან მანგანეზში" დასაქმებულთა ხელფასების მომატება 50%-ით; უკეთესი სადაზღვევო პაკეტი დასაქმებულებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის; გაფიცვისა და მომდევნო პერიოდში ყველა აქტივისტის დაცვა ზეწოლისაგან და მაღაროელთა გაფიცვის კანონიერი უფლების აღიარება; ქალაქში დიდი სატვირთო მანქანების გადაადგილების აკრძალვა.

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია ჭიათურაში
„მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა: პრემიერმა ჭიათურის მაღაროელებს მადლობა გადაუხადა - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია ჭიათურაში

ორშაბათს, მას შემდეგ, რაც სოლიდარობის ნიშნად მაღაროელებს ქალაქის მოსახლეობა შეუერთდა, მუშაობაზე უარი თქვეს სკოლებისა და მაღაზიების თანამშრომლებმა, აქციამ მასშტაბური ხასიათი მიიღო და საქმეში მთავრობის წევრები ჩაერთვნენ. საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაღაროელების ხელფასები 1 ივნისიდან 25%-ით, ხოლო ერთი წლის განმავლობაში კიდევ 10%-ით (დღევანდელთან შედარებით საერთო ჯამში 35%-ით) მოიმატებს.

„მინდა ჭიათურის მოსახლეობას მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ მათ დიალოგი აწარმოეს პოლიტიკოსების გარეშე, რომლებსაც მსგავსი პროცესებისგან დივიდენდების მიღება სურთ. ამ ადამიანებთან მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა. დიახ, ჩვენ ამ პროცესში ვიყავით ჩართული და მე კიდევ ერთხელ მინდა ჭიათურელებს მადლობა გადავუხადო ამ ტრიბუნიდან. ეს ძალიან პასუხისმგებლიანი, მოქალაქეობრივი დამოკიდებულება იყო იმ პრობლემებთან მიმართებით, რომლებიც ჭიათურას აქვს", – განაცხადა ბახტაძემ. 

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია ჭიათურაში
„მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა: პრემიერმა ჭიათურის მაღაროელებს მადლობა გადაუხადა - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია ჭიათურაში

კომპანია Georgian Manganese-ს უკვე მისცეს შესაბამისი მითითებები ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით. ხოლო შახტების აღჭურვასთან დაკავშირებით შემუშავდება ერთობლივი გეგმა, რომლის შესრულებასაც სახელმწიფო მკაცრად გააკონტროლებს.

მაღაროელების მოთხოვნით ასევე მოხდა კონკრეტული საკადრო ცვლილებებიც – თანამდებობა დატოვა ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის გენერალურმა დირექტორმა აკაკი გურჯიძემ.

Georgian Manganese-ის შახტებმა და საწარმოებმა მუშაობა სამშაბათიდან განაახლეს.

ყველა ახალი ამბავი
0