ჭიათურაში მასობრივი საპროტესტო აქცია გრძელდება: მეშახტეებს მოსახლეობა შეუერთდა

© Sputnik / Anna Anastasiadiმეშახტეების აქცია ჭიათურაში
მეშახტეების აქცია ჭიათურაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჭიათურაში მასობრივი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობა გაფიცული მეშახტეების სოლიდარობის ნიშნად ქუჩებში გამოვიდა.

ჭიათურაში გაფიცვა 15 მაისს 150-მა მეშახტემ დაიწყო. თანდათანობით ეს რაოდენობა სამი ათას კაცამდე გაიზარდა. აქედან ნაწილმა ქალაქის ცენტრში, საკრებულოს მოპირდაპირე მხარეს კარვები გაშალა და შიმშილობა დაიწყო. უფრო მეტიც, ზოგიერთმა პირიც ამოიკერა. გაფიცვა საყოველთაო მასობრივ გამოსვლაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც გაფიცულები დამსაქმებელ კომპანია Georgian Manganese-თან ვერ შეთანხმდნენ.

© Sputnik / Vladimir Umikashviliმეშახტეების შიმშილობა ჭიათურაში
ჭიათურაში მასობრივი საპროტესტო აქცია გრძელდება: მეშახტეებს მოსახლეობა შეუერთდა  - Sputnik საქართველო
მეშახტეების შიმშილობა ჭიათურაში

ჭიათურაში შეჩერებულია სასწავლო პროცესი, არ მუშაობს მაღაზიების ნაწილი. ქუჩებში გამოვიდნენ მოქალაქეები ბავშვებთან ერთად. ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მეშახტეებს და ამერიკული კომპანია Georgian Manganese-ის ჭიათურიდან განდევნას მოითხოვენ.

ჭიათურაში ერთ-ერთი მოშიმშილე მეშახტე საავადმყოფოში გადაიყვანეს>>

„ეს უსამართლობაა. ხალხი მტვერში, ნაგავში იხრჩობა, არანაირი შემოსავალი არა აქვს. ქუჩაში ჩემს შვილებთან ერთად გამოვედი. ყველა გაფიცულია. იმედი მაქვს, დაგვეხმარებიან", - განაცხადა აქციის მონაწილე ეკატერინე მიქაბერიძემ.

მეშახტეების მოთხოვნები

მეშახტეების მოთხოვნები ოთხი პუნქტიდან შედგება: „ჯორჯიან მანგანეზში" დასაქმებულთა ხელფასების მომატება 50%-ით; უკეთესი სადაზღვევო პაკეტი დასაქმებულებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის; გაფიცვისა და მომდევნო პერიოდში ყველა აქტივისტის დაცვა ზეწოლისაგან და მაღაროელთა გაფიცვის კანონიერი უფლების აღიარება; ქალაქში დიდი სატვირთო მანქანების გადაადგილების აკრძალვა.

მუშაობა Georgian Manganese-ის ყველა საწარმოში შეჩერებულია. ესაა ცხრა შახტი, რამდენიმე ფაბრიკა-ქარხანა და ავტოპარკი.

© Sputnik / Vladimir Umikashviliმეშახტეების შიმშილობა ჭიათურაში
ჭიათურაში მასობრივი საპროტესტო აქცია გრძელდება: მეშახტეებს მოსახლეობა შეუერთდა  - Sputnik საქართველო
მეშახტეების შიმშილობა ჭიათურაში

Georgian Manganese-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია მზად არის შეასრულოს მეშახტეების მოთხოვნები და ხელფასები ეტაპობრივად 50%-ით გაუზარდოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მუშაობას განაახლებენ. მეშახტეებმა არ დაუჯერეს ამ დაპირებას და გაფიცვა განაგრძეს.

„მოვაგვარებთ ყველაფერს, ხელფასების გარდა“ - ხელისუფლება გაფიცული მეშახტეების მოთხოვნებზე>>

ადრე კი Georgian Manganese-მა განაცხადა, რომ ხელფასების 50%-იანი მომატების შესახებ მოთხოვნა არარეალურია და მეშახტეები თავისი გაფიცვით უკვე კანონის ფარგლებს ცდებიან.

საკითხის გადაწყვეტა

მეშახტეების გაფიცვის საკითხზე სამშაბათს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტზე Georgian Manganese-ის დროებით ხელმძღვანელს მოუსმენენ, იუწყება პირველი არხი.

„პირველ რიგში, გვაინტერესებს, რამდენად სამართლიანია მოთხოვნები, რამდენად არის გადაწყვეტადი, სახელმწიფოს რა როლი არის ამ ყველაფერში, გვინდა, აღნიშნულ კითხვებზე მოვისმინოთ პასუხები", - განუცხადა ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ.

© Sputnik / Vladimir Umikashviliმეშახტეების შიმშილობა ჭიათურაში
ჭიათურაში მასობრივი საპროტესტო აქცია გრძელდება: მეშახტეებს მოსახლეობა შეუერთდა  - Sputnik საქართველო
მეშახტეების შიმშილობა ჭიათურაში

„ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურაში მანგანუმის მადნის მომპოვებელი მაღაროს ოპერატორია. ის „ჯორჯიან ემერიქენ ელოის" (Georgian American Alloys) ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის. „ჯორჯიან მანგანეზის" გარდა, ჰოლდინგი აერთიანებს ვარციხის ჰიდროელექტროსადგურსა და კლინიკა „ფერომედს". კომპანიის სათავო ოფისი მაიამიში მდებარეობს.

მანგანუმის მადნისა და კონცენტრატის ექსპორტმა 2019 წლის იანვარ-მარტში 1,8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ამავე პერიოდის მონაცემს სამჯერ აღემატება.

ყველა ახალი ამბავი
0