ჭიათურაში ერთ-ერთი მოშიმშილე მეშახტე საავადმყოფოში გადაიყვანეს

© photo: Sputnik / Stringerმეშახტეების შიმშილობა ჭიათურაში
მეშახტეების შიმშილობა ჭიათურაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეების თქმით, მათი მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ჭიათურაში მანგანუმის მადნის მომპოვებელი საწარმოს ერთ-ერთი მოშიმშილე მეშახტე შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

მაღაროელების გაფიცვა 15 მაისს დაიწყო. თანდათანობით მას ყველა მაღაროელი შეუერთდა - დაახლოებით 3 ათასი ადამიანი. ნაწილმა ქალაქის ცენტრში, რაიონულ საკრებულოსთან, სკვერში, კარვები გაშალა და შიმშილობა გამოაცხადა. ზოგიერთმა გაფიცულმა პირიც კი ამოიკერა.

ჭიათურა დღეს: ასობით გაფიცული მაღაროელი, კარვები და „სამართლიანი მოთხოვნები" >>

პაციენტს აღენიშნებოდა ძლიერი სისუსტე და თავბრუსხვევა. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

აქციის მონაწილეების თქმით, მათი მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. ისინი ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

გაფიცული მეშახტეების აქცია ჭიათურაში - Sputnik საქართველო
ჭიათურაში მეშახტეების პრობლემების მოგვარებაში შესაძლოა ირაკლი კობახიძე ჩაერთოს

აქციის მონაწილეებს დღეს შეუერთდნენ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლები, სასულიერო პირები და ასევე მღვიმევის ქალთა მონასტრის მრევლი. სასულიერო პირებმა ადგილზე წირვა აღავლინეს.

მეშახტეების მოთხოვნები ოთხი პუნქტიდან შედგება: „ჯორჯიან მანგანეზში" დასაქმებულთა ხელფასების მომატება 50%-ით; უკეთესი სადაზღვევო პაკეტი დასაქმებულებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის; გაფიცვისა და მომდევნო პერიოდში ყველა აქტივისტის დაცვა ზეწოლისაგან და მაღაროელთა გაფიცვის კანონიერი უფლების აღიარება; ქალაქში დიდი სატვირთო მანქანების გადაადგილების აკრძალვა.

ადრე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ უწყება მზად არის მოაგვაროს მეშახტეების ყველა პრობლემა, ხელფასების გარდა.

შახტი - Sputnik საქართველო
ამოკერილი პირები - ჭიათურელი მაღაროელები გაფიცვას განაგრძობენ

Georgian Manganese-ის ყველა საწარმოში მუშაობა შეჩერებულია.  საუბარია ცხრა შახტზე, რამდენიმე ფაბრიკა-ქარხანასა და ავტოპარკზე.

Georgian Manganese-ის წარმომადგენელმა პარასკევს განაცხადა, რომ კომპანია მზად არის შეასრულოს მეშახტეების მოთხოვნები და ხელფასები ეტაპობრივად 50%-ით გაუზარდოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მუშაობას განაახლებენ. მეშახტეებმა არ დაუჯერეს ამ დაპირებას და გაფიცვა განაგრძეს.

ადრე კი Georgian Manganese-მა განაცხადა, რომ ხელფასების 50%-იანი მომატების შესახებ მოთხოვნა არარეალურია და მეშახტეები თავისი გაფიცვით უკვე კანონის ფარგლებს ცდებიან.

„ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურაში მანგანუმის მადნის მომპოვებელი მაღაროს ოპერატორია. ის „ჯორჯიან ემერიქენ ელოის" (Georgian American Alloys) ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის. „ჯორჯიან მანგანეზის" გარდა, ჰოლდინგი აერთიანებს ვარციხის ჰიდროელექტროსადგურსა და კლინიკა „ფერომედს". კომპანიის სათავო ოფისი მაიამიში მდებარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0