https://sputnik-georgia.com/20230629/-----279076434.html
როდის აღდგება საქართველოში მანგანუმის მოპოვება?
როდის აღდგება საქართველოში მანგანუმის მოპოვება?
Sputnik საქართველო
ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვის გამო წარმოება მთლიანად შეჩერებული იყო. 29.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-29T10:05+0400
2023-06-29T10:05+0400
2023-06-29T15:21+0400
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
ჭიათურაში მეშახტეები გაიფიცნენ
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23036/34/230363414_0:573:2622:2048_1920x0_80_0_0_6ff30daef7c0fea054ca54d71d749ce5.jpg
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ჭიათურის ყველა მაღაროში მუშაობა 1 ივლისიდან სრულად აღდგება, განაცხადა კომპანია Georgian Manganese-ის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსმა მარიამ ქუთათელაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.მაღაროელთა გაფიცვა, რომელიც ორ კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, 24 ივნისს დასრულდა, მას შემდეგ, რაც Georgian Manganese-ის წარმომადგენლებმა და მაღაროელებმა მედიაციის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.ამ დროისათვის მაღაროელები მუშაობის განახლებისთვის ემზადებიან, ადგილზე საწარმოო პროცესის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება.„შახტები აღჭურვილია საჭირო მასალებითა და ტექნიკით, დაცულია უსაფრთხოების ნორმები და ვემზადებით 1 ივლისიდან სრული ამოქმედებისთვის“, – განაცხადა კომპანიის თანამშრომელმა ზურაბ ბაძგარაძემ.ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმება ყველა მოთხოვნაზე შედგა. რაც შეეხება ხელფასის მატებას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში გაცემულ ხელფასს დაემატება 5%, ხოლო 1 ივლისიდან გასაცემი ხელფასი ჯამში 12%-მდე გაიზრდება.მეშახტეების გაფიცვა ჭიათურაში: მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს>>>სამომავლო სტრატეგიის დასაგეგმად და კომპანიაში პრობლემური საკითხების გადასაჭრელად შეიქმნება მრავალმხრივი კომისია, რომელიც სამი თვის განმავლობაში მოამზადებს კონკრეტულ რეკომენდაციებს.გარდა ამისა, იმუშავებს სპეციალური კომისია აუდიტორული კომპანიის მოწვევით, რომელიც ჭიათურაში სამთო საქმიანობის ფინანსურ მდგომარეობას შეისწავლის. სამუშაო პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ პროფკავშირებიც.მაღაროელთა პროტესტიმაღაროელთა გაფიცვის დაწყების საბაბი გახდა მუშაობის ახალი გრაფიკი – ორცვლიანი 12-საათიანის ნაცვლად სამცვლიანი 8-საათიანი გრაფიკი. Georgian Manganese Holding-ის ხელმძღვანელობის თქმით, გადაწყვეტილება საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე მოთხოვნის შემცირებისა და დაბალი ფასების გამო მიიღეს.Georgian Manganese-ის გენერალური დირექტორის ლაშა თუთბერიძის თქმით, კომპანიის ფინანსური ზარალი ამ დროისათვის 32 მილიონ დოლარს შეადგენს. ამის მიუხედავად ვახტური რეჟიმით მომუშავე მეშახტეები 2,3 ათას ლარზე მეტს იღებენ. 2023 წელს კომპანიის თანამშრომლების საშუალო ხელფასი 118%-ით მეტია, ვიდრე 2019 წელს იყო.Georgian Manganese-მა მაღაროელების ხელფასზე ინფორმაცია გაასაჯაროვა>>>ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვის გამო წარმოება მთლიანად შეჩერებული იყო. გაფიცვის დროს რამდენიმე ადამიანმა თვალები და პირი ამოიკერა და ვენების გადაჭრაც სცადა.აქციის მონაწილეთა ნაწილმა თბილისში აქციების გამართვა დაიწყო – საქართველოს პარლამენტის წინ კარვები გაშალეს და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების გაზრდის მოთხოვნით უვადო შიმშილობა გამოაცხადეს.Georgian Manganese Holding – ქვეყანაში მანგანუმის მომპოვებელი უდიდესი კომპანიაა. ის ფლობს 11 შახტს და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას.კომპანიის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005", კლინიკა „ფერომედი".კომპანია მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. პროდუქცია გადის რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება ოთხ საბადოზე ძველი ტექნოლოგიით, ცხრა მიწისქვეშა გამონამუშევარში და შვიდ ღია კარიერზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23036/34/230363414_0:81:2622:2048_1920x0_80_0_0_0cea844c60ef8eaedafc256aa20cf35f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, ჭიათურაში მეშახტეები გაიფიცნენ, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, ჭიათურაში მეშახტეები გაიფიცნენ, საზოგადოება, ახალი ამბები
როდის აღდგება საქართველოში მანგანუმის მოპოვება?
10:05 29.06.2023 (განახლებულია: 15:21 29.06.2023) ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვის გამო წარმოება მთლიანად შეჩერებული იყო.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ჭიათურის ყველა მაღაროში მუშაობა 1 ივლისიდან სრულად აღდგება, განაცხადა კომპანია Georgian Manganese-ის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსმა მარიამ ქუთათელაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მაღაროელთა გაფიცვა, რომელიც ორ კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, 24 ივნისს დასრულდა, მას შემდეგ, რაც Georgian Manganese-ის წარმომადგენლებმა და მაღაროელებმა მედიაციის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
„მუშაობას 1 ივლისიდან ვიწყებთ, ეს კი ნიშნავს, რომ ჭიათურაში მუშაობის დროებითი რეჟიმი უქმდება და ყველა – 3,4 ათასი თანამშრომელი მუშაობის ჩვეულ რეჟიმზე გადადის, ისინი ხელფასის 100%-ს მიიღებენ", – განაცხადა ქუთათელაძემ.
ამ დროისათვის მაღაროელები მუშაობის განახლებისთვის ემზადებიან, ადგილზე საწარმოო პროცესის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება.
„შახტები აღჭურვილია საჭირო მასალებითა და ტექნიკით, დაცულია უსაფრთხოების ნორმები და ვემზადებით 1 ივლისიდან სრული ამოქმედებისთვის“, – განაცხადა კომპანიის თანამშრომელმა ზურაბ ბაძგარაძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმება ყველა მოთხოვნაზე შედგა. რაც შეეხება ხელფასის მატებას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში გაცემულ ხელფასს დაემატება 5%, ხოლო 1 ივლისიდან გასაცემი ხელფასი ჯამში 12%-მდე გაიზრდება.
სამომავლო სტრატეგიის დასაგეგმად და კომპანიაში პრობლემური საკითხების გადასაჭრელად შეიქმნება მრავალმხრივი კომისია, რომელიც სამი თვის განმავლობაში მოამზადებს კონკრეტულ რეკომენდაციებს.
გარდა ამისა, იმუშავებს სპეციალური კომისია აუდიტორული კომპანიის მოწვევით, რომელიც ჭიათურაში სამთო საქმიანობის ფინანსურ მდგომარეობას შეისწავლის. სამუშაო პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ პროფკავშირებიც.
მაღაროელთა გაფიცვის დაწყების საბაბი გახდა მუშაობის ახალი გრაფიკი – ორცვლიანი 12-საათიანის ნაცვლად სამცვლიანი 8-საათიანი გრაფიკი. Georgian Manganese Holding-ის ხელმძღვანელობის თქმით, გადაწყვეტილება საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე მოთხოვნის შემცირებისა და დაბალი ფასების გამო მიიღეს.
Georgian Manganese-ის გენერალური დირექტორის ლაშა თუთბერიძის თქმით, კომპანიის ფინანსური ზარალი ამ დროისათვის 32 მილიონ დოლარს შეადგენს. ამის მიუხედავად ვახტური რეჟიმით მომუშავე მეშახტეები 2,3 ათას ლარზე მეტს იღებენ. 2023 წელს კომპანიის თანამშრომლების საშუალო ხელფასი 118%-ით მეტია, ვიდრე 2019 წელს იყო.
ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვის გამო წარმოება მთლიანად შეჩერებული იყო. გაფიცვის დროს რამდენიმე ადამიანმა თვალები და პირი ამოიკერა და ვენების გადაჭრაც სცადა.
აქციის მონაწილეთა ნაწილმა თბილისში აქციების გამართვა დაიწყო – საქართველოს პარლამენტის წინ კარვები გაშალეს და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების გაზრდის მოთხოვნით უვადო შიმშილობა გამოაცხადეს.
Georgian Manganese Holding – ქვეყანაში მანგანუმის მომპოვებელი უდიდესი კომპანიაა. ის ფლობს 11 შახტს და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას.
კომპანიის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005", კლინიკა „ფერომედი".
კომპანია მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. პროდუქცია გადის რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.
მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება ოთხ საბადოზე ძველი ტექნოლოგიით, ცხრა მიწისქვეშა გამონამუშევარში და შვიდ ღია კარიერზე.