TBC Bank–ი ქვეყნის ერთ–ერთი ლიდერი ბანკია, რომელიც არაერთ მსხვილ პროექტში მონაწილეობს. ბანკი საზოგადოების ყურადღების ცენტრში იანვრის დასაწყისში მოექცა. სწორედ ამ პერიოდში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხელმოწერის უფლება შეუჩერა TBC Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა დარღვევები, რომლებიც 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებს უკავშირდება. ეროვნულმა ბანკმა შემოწმებისას გამოავლინა ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები. ბოლო ახალ ამბებს გაეცანით „Sputnik-საქართველოზე“