ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა 2015 წლის 5 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და ტელეკომპანიის წილის დაბრუნება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასაამრთლოს 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილ ქონებას ყადაღა დაედო. თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 ოქტომბერს ყადაღა დაადო ტელეკომპანია „საქართველოს“ კუთვნილ ქონებასაც, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 51%-ის მფლობელია. ამ ფაქტთან დაკავშირებიოთ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალურ ბრიფინგზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს მოსყიდული უწოდა და აღნიშნა, რომ ის, ასეთი ქმედებით, დამოუკიდებელ მედიას ებრძვის.