გიორგი მარგველაშვილი - ქართველი პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი. იყო საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი 2013-2018 წლებში. მანამდე, „ქართული ოცნების" 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეკავა განათლების მინისტრის თანამდებობა. გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლების შეცვლამდე ცნობილი იყო, როგორც პოლიტიკური ექსპერტი. ეკავა სხვადასხვა თანამდებობა, მათ შორის რექტორის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში - GIPA. დაიბადა 1969 წლის 4 სექტემბერს თბილისში. 1992 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1998 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი ფილოსოფიაში. მისი მეუღლეა მაკა ჩიჩუა.

გაეცანით სიახლეებს გიორგი მარგველაშვილის შესახებ Sputnik-საქართველოს მეშვეობით.

 

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0