მაგნიტი ნულოვანი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსებისთვის: პრემიერი მარგველაშვილსა და „ლელოზე"

© photo: Sputnikგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2024
გამოწერა
პარტია „ლელოს" გნმდივანმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც გაერთიანების ლიდერები საქართველოს მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად არიან.
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მაგნიტია ნულოვანი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსებისთვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის „ლელოში" შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული თემის აქტიური განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტია „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ ( 2019 წელს დაარსებულმა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სახელი გადაირქვა) გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მარგველაშვილის ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად გადაღებული ფოტო წარწერით „წინ მხოლოდ გამარჯვებაა".
„მამუკა ხაზარაძე ნულოვანი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსების მაგნიტია. რა თქმა უნდა, არავითარი რესურსი ასეთ მცირე შეერთებებს არ აქვს. მე მგონია, რომ „ლელო“ აბსოლუტურად განწირულია, რადგან ვერ გადალახავს საარჩევნო ბარიერს“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი შეფასებით, პარტია „ლელო“ საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს.
ძალთა გადანაწილება
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.
ყველა ახალი ამბავი
0