https://sputnik-georgia.com/20230316/saqartvelosi-vadamdel-arcevnebze-laparakoben-275850682.html
საქართველოში კვლავ ვადამდელ არჩევნებზე ლაპარაკობენ - ყველა არაა თანახმა
საქართველოში კვლავ ვადამდელ არჩევნებზე ლაპარაკობენ - ყველა არაა თანახმა
Sputnik საქართველო
ვადამდელი არჩევნების იდეას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აბსურდი უწოდა. 16.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-16T19:28+0400
2023-03-16T19:28+0400
2023-03-16T21:26+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
შალვა პაპუაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24711/41/247114171_283:118:1620:870_1920x0_80_0_0_a9f5f5b19f13daab754088b2dd5f1307.jpg
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლის დაწყების წინადადებით გამოვიდა, თუმცა მის ენთუზიაზმს პოლიტიკოსების უმრავლესობა არ იზიარებს.პროტესტმა გასულ კვირაში გამოავლინა ქართული საზოგადოების უკმაყოფილება ხელისუფლების მოქმედებით. იმის მიუხედავად, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო მიტინგებზე არ იყო ხელისუფლების შეცვლის მოწოდებები, პოლიტოლოგები მომავალში ასეთი ლოზუნგების გამოჩენას არ გამორიცხავენ.მან ასევე აღნიშნა, რომ, რადგანაც ამომრჩეველს არ უნდა ორპოლუსიანი არჩევანი, პროდასავლური პარტიები უნდა გაერთიანდნენ.„ასევე იყოს ე.წ. მესამე ცენტრი, რათა ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა, ხმა მისცეს... ალტერნატივასაც“, – განაცხადა მარგველაშვილმა და საკოორდინაციო საბჭოს შექმნის წინადადებით გამოვიდა, რომელშიც სხვადასხვა პარტია შევა.საქართველოს ექს-პრეზიდენტს არ სურს რევოლუცია, მაგრამ ის ემხრობა ხელისუფლების შეცვლას>>თუმცა, ექს-პრეზიდენტის მოწოდებას პარტიების მხრიდან დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია.„ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა ახლა მგონია არასწორი, პოლიტიკური სიბეცეც, რადგან დღეს ნომერი პირველი არჩევანი და პრიორიტეტი უნდა იყოს 12 პუნქტი“, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ.საბჭოს შექმნაში აზრს ვერ ხედავს ასევე „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია.„არა მგონია, საჭირო იყოს რაღაც სტრუქტურა და საბჭოს შექმნა, მაგრამ მთავარ გზავნილებზე შეჯერება... აუცილებელი მგონია“, – განაცხადა ბოკერიამ.მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლა უნდა იყოს დემოკრატიული და ეს უნდა გახდეს ოპოზიციური პარტიების მიზანი.ვადამდელი არჩევნების იდეას აბსურდი უწოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.როგორც კი „გრამ" ხელისუფლებას მიიღებენ, ბრჭყალებს გამოაჩენენ - პაპუაშვილი „ნაცმოძრაობაზე">>„რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ეს ხომ აბსურდია. ვადამდელი კი არა, მორიგი არჩევნები იქნება ცოტა ხანში – რაღა დარჩა მორიგ არჩევნებამდე იმისთვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ამ დროისათვის პარტიები რთულ ვითარებაში არიან, რადგან ქვეყანაში გამოჩნდა საზოგადოების ფენა, რომელსაც არ სჯერა მათი და რომლებზეც წლების განმავლობაში გამოცდილი წინასაარჩევნო კამპანიის მეთოდები არ ჭრის.გარდა ამისა, საქართველოში ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ამ დროისათვის ვერ ხედავს პარტიას, რომელიც მათ ინტერესებს პასუხობს.საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს მაღალი, 5%-იანი ბარიერით ჩატარდება და მთლიანად პროპორციული იქნება. თითოეული პარტია, რომელიც ხმების 5%-ზე მეტს მოიპოვებს, მიიღებს პარლამენტში ადგილებს მხარდაჭერის შესაბამისად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24711/41/247114171_245:166:1464:1080_1920x0_80_0_0_a4f78e4072da260e8ccfcfca8fdd86a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, შალვა პაპუაშვილი, გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, შალვა პაპუაშვილი, გიორგი მარგველაშვილი
საქართველოში კვლავ ვადამდელ არჩევნებზე ლაპარაკობენ - ყველა არაა თანახმა
19:28 16.03.2023 (განახლებულია: 21:26 16.03.2023) ვადამდელი არჩევნების იდეას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აბსურდი უწოდა.
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლის დაწყების წინადადებით გამოვიდა, თუმცა მის ენთუზიაზმს პოლიტიკოსების უმრავლესობა არ იზიარებს.
პროტესტმა გასულ კვირაში გამოავლინა ქართული საზოგადოების უკმაყოფილება ხელისუფლების მოქმედებით. იმის მიუხედავად, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო მიტინგებზე არ იყო ხელისუფლების შეცვლის მოწოდებები, პოლიტოლოგები მომავალში ასეთი ლოზუნგების გამოჩენას არ გამორიცხავენ.
ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბდეს ერთიანი პოლიტიკური პოზიცია, რომ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. ეს პირველია, რაც პოლიტიკურად არის აუცილებელი, განაცხადა მარგველაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ, რადგანაც ამომრჩეველს არ უნდა ორპოლუსიანი არჩევანი, პროდასავლური პარტიები უნდა გაერთიანდნენ.
„ასევე იყოს ე.წ. მესამე ცენტრი, რათა ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა, ხმა მისცეს... ალტერნატივასაც“, – განაცხადა მარგველაშვილმა და საკოორდინაციო საბჭოს შექმნის წინადადებით გამოვიდა, რომელშიც სხვადასხვა პარტია შევა.
თუმცა, ექს-პრეზიდენტის მოწოდებას პარტიების მხრიდან დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია.
„ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა ახლა მგონია არასწორი, პოლიტიკური სიბეცეც, რადგან დღეს ნომერი პირველი არჩევანი და პრიორიტეტი უნდა იყოს 12 პუნქტი“, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ.
საბჭოს შექმნაში აზრს ვერ ხედავს ასევე „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია.
„არა მგონია, საჭირო იყოს რაღაც სტრუქტურა და საბჭოს შექმნა, მაგრამ მთავარ გზავნილებზე შეჯერება... აუცილებელი მგონია“, – განაცხადა ბოკერიამ.
მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლა უნდა იყოს დემოკრატიული და ეს უნდა გახდეს ოპოზიციური პარტიების მიზანი.
ვადამდელი არჩევნების იდეას აბსურდი უწოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ეს ხომ აბსურდია. ვადამდელი კი არა, მორიგი არჩევნები იქნება ცოტა ხანში – რაღა დარჩა მორიგ არჩევნებამდე იმისთვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ამ დროისათვის პარტიები რთულ ვითარებაში არიან, რადგან ქვეყანაში გამოჩნდა საზოგადოების ფენა, რომელსაც არ სჯერა მათი და რომლებზეც წლების განმავლობაში გამოცდილი წინასაარჩევნო კამპანიის მეთოდები არ ჭრის.
გარდა ამისა, საქართველოში ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ამ დროისათვის ვერ ხედავს პარტიას, რომელიც მათ ინტერესებს პასუხობს.
საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს მაღალი, 5%-იანი ბარიერით ჩატარდება და მთლიანად პროპორციული იქნება. თითოეული პარტია, რომელიც ხმების 5%-ზე მეტს მოიპოვებს, მიიღებს პარლამენტში ადგილებს მხარდაჭერის შესაბამისად.