https://sputnik-georgia.com/20230312/saqartvelos-eqs-prezidents-ar-surs-revolucia-magram-is-emxroba-xelisuflebis-secvlas-275719978.html
საქართველოს ექს-პრეზიდენტს არ სურს რევოლუცია, მაგრამ ის ემხრობა ხელისუფლების შეცვლას
საქართველოს ექს-პრეზიდენტს არ სურს რევოლუცია, მაგრამ ის ემხრობა ხელისუფლების შეცვლას
Sputnik საქართველო
უნდა მოხდეს ხელისუფლების ახალი ლეგიტიმაცია არჩევნების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება მუდმივი დაძაბულობა, განაცხადა მარგველაშვილმა 12.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-12T22:14+0400
2023-03-12T22:14+0400
2023-03-12T22:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24326/53/243265370_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_f110324d0642cebddac63ca2114c97b9.jpg
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს სურს, რომ საქართველოში ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების გზით შეიცვალოს და არა რევოლუციით.აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ეინულ ფატულაევის ინტერვიუ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტთან თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციების დროს ჩაიწერა, როდესაც ქართული საზოგადოების ნაწილი და ოპოზიცია „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდა. პროტესტმა შედეგი გამოიღო და „ქართულმა ოცნებამ“ ორივე კანონპროექტი გაიწვია.მისი თქმით, უნდა მოხდეს ხელისუფლების ახალი ლეგიტიმაცია არჩევნების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება მუდმივი დაძაბულობა.ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა ასევე დეოლიგარქიზაციის პრობლემისა და ბიძინა ივანიშვილის შესახებ.„რამდენადაც ვიცი, ის (ივანიშვილი) არ აკეთებს საქართველოში ფულს. არაფერია, რის გამოც მისი გასამართლება შეიძლება. არ აქვს (სამართლებრივი, პოლიტიკური პასუხისმგებლობა), რა უნდა აეკრძალოს მას? ამიტომ ვამბობ, ეს აბსურდია. თუ ადამიანს არ აქვს კრიმინალი, რას მივიჩნევთ მის დანაშაულად? რომ მაღალი თანამდებობის პირები, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები მას ურეკავენ და ის ტელეფონს პასუხობს?“ - განაცხადა მარგველაშვილმა.კალაძე: ივანიშვილს დეოლიგარქიზაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს >>კითხვაზე, „ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი ალბათ არის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება“, – მარგველაშვილი აღნიშნავს: „ბუნებრივია, თუკი თქვენ არ მოგწონთ ადამიანები, რომლებიც ურეკავენ ბიძინა ივანიშვილს და ეკითხებიან, როგორ იმოქმედონ, უბრალოდ ნუ აირჩევთ ამ ადამიანებს, აირჩიეთ ადამიანები, რომლებიც მას არ ურეკავენ“.მისი თქმით, ყველაფერი ხელისუფლების შეცვლისკენ მიდის, „ფორმები კი ჯერ ბუნდოვანია“.აქციის მონაწილეები, ძირითადად ახალგაზრდები და სტუდენტები, თავიანთ გამოსვლებში უარყოფით კონტექსტში საუბრობდნენ არა მხოლოდ მმართველ პარტიაზე, არამედ ოპოზიციაზეც. ასე მაგალითად, ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს 10 მარტს გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს და ფაქტიურად გააძევეს.„ხალხის ძალამ“ განმარტა, რა სარგებლობა მოიტანა კანონპროექტმა უცხოური აგენტების შესახებ >>მომიტინგეების და ძალოვანების შეტაკების შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი, დაშავებულ მომიტინგეთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.პოლიციამ აქციაზე 133 ადამიანი დააკავა, მათ შორის ერთი პირი - პოლიციელზე თავდასხმისთვის. ამასობაში, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტების 20-ზე მეტ ფაქტზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24326/53/243265370_296:0:1985:1267_1920x0_80_0_0_07b5fd97ee884e346ab2a097e0c02386.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
საქართველოს ექს-პრეზიდენტს არ სურს რევოლუცია, მაგრამ ის ემხრობა ხელისუფლების შეცვლას
უნდა მოხდეს ხელისუფლების ახალი ლეგიტიმაცია არჩევნების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება მუდმივი დაძაბულობა, განაცხადა მარგველაშვილმა
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს სურს, რომ საქართველოში ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების გზით შეიცვალოს და არა რევოლუციით.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ეინულ ფატულაევის ინტერვიუ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტთან თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციების დროს ჩაიწერა, როდესაც ქართული საზოგადოების ნაწილი და ოპოზიცია „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდა. პროტესტმა შედეგი გამოიღო და „ქართულმა ოცნებამ“ ორივე კანონპროექტი გაიწვია.
„არ ვისურვებდი, რომ ეს ყოფილიყო რევოლუცია, თუმცა ვისურვებდი, ეს ყოფილიყოს ვადამდელი არჩევნები და ვადამდელი არჩევნების გზით მთავრობის შეცვლა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, უნდა მოხდეს ხელისუფლების ახალი ლეგიტიმაცია არჩევნების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება მუდმივი დაძაბულობა.
ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა ასევე დეოლიგარქიზაციის პრობლემისა და ბიძინა ივანიშვილის შესახებ.
„რამდენადაც ვიცი, ის (ივანიშვილი) არ აკეთებს საქართველოში ფულს. არაფერია, რის გამოც მისი გასამართლება შეიძლება. არ აქვს (სამართლებრივი, პოლიტიკური პასუხისმგებლობა), რა უნდა აეკრძალოს მას? ამიტომ ვამბობ, ეს აბსურდია. თუ ადამიანს არ აქვს კრიმინალი, რას მივიჩნევთ მის დანაშაულად? რომ მაღალი თანამდებობის პირები, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები მას ურეკავენ და ის ტელეფონს პასუხობს?“ - განაცხადა მარგველაშვილმა.
კითხვაზე, „ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი ალბათ არის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება“, – მარგველაშვილი აღნიშნავს: „ბუნებრივია, თუკი თქვენ არ მოგწონთ ადამიანები, რომლებიც ურეკავენ ბიძინა ივანიშვილს და ეკითხებიან, როგორ იმოქმედონ, უბრალოდ ნუ აირჩევთ ამ ადამიანებს, აირჩიეთ ადამიანები, რომლებიც მას არ ურეკავენ“.
მისი თქმით, ყველაფერი ხელისუფლების შეცვლისკენ მიდის, „ფორმები კი ჯერ ბუნდოვანია“.
აქციის მონაწილეები, ძირითადად ახალგაზრდები და სტუდენტები, თავიანთ გამოსვლებში უარყოფით კონტექსტში საუბრობდნენ არა მხოლოდ მმართველ პარტიაზე, არამედ ოპოზიციაზეც. ასე მაგალითად, ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს 10 მარტს გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს და ფაქტიურად გააძევეს.
მომიტინგეების და ძალოვანების შეტაკების შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი, დაშავებულ მომიტინგეთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
პოლიციამ აქციაზე 133 ადამიანი დააკავა, მათ შორის ერთი პირი - პოლიციელზე თავდასხმისთვის. ამასობაში, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტების 20-ზე მეტ ფაქტზე.