https://sputnik-georgia.com/20221101/kaladze-ivanishvils-deoligarqizaciastan-kavshiri-ar-aqvs-271835595.html
კალაძე: ივანიშვილს დეოლიგარქიზაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს
კალაძე: ივანიშვილს დეოლიგარქიზაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს
Sputnik საქართველო
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მეცენატია და დეოლიგარქიზაციასთან არანაირი... 01.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-01T14:21+0400
2022-11-01T14:21+0400
2022-11-01T20:25+0400
საქართველო
პოლიტიკა
ქართული ოცნება
ბიძინა ივანიშვილი
კახა კალაძე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0d/259557474_0:60:1538:925_1920x0_80_0_0_11bb9b3c0d8db3e83fee5cf29f46238b.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მეცენატია და დეოლიგარქიზაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს, განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს. ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში ერთადერთ ოლიგარქს საქართველოში ყველაზე მდიდარ ადამიანს – ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ.ამასთან, მმართველი პარტიის გენმდივანმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად.„ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ამ რთულ და მნიშვნელოვან – ევროინტეგრაციის გზაზე. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი საინტერესო რეფორმა განხორციელდა. დღეს გვაქვს შესასრულებელი 12-პუნქტიანი გეგმა და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალაძემ.დეპუტატი: დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი სისულელეა>>>ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა, გარკვეულ საკითხებზე რჩევებისთვის მიმართავენ, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ მის ჩარევას ქვეყნის მართვაში.მმართველ პარტიაში, პირიქით, ოლიგარქებს უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს – პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის“ ლიდერ კახა ოქრიაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებით, უკრაინული კანონით სწორედ ეს ადამიანები ჩაითვლებიან ოლიგარქებად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0d/259557474_0:0:1367:1025_1920x0_80_0_0_324d839296cc658be5ef131e5d75459f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ბიძინა ივანიშვილი , კახა კალაძე , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ბიძინა ივანიშვილი , კახა კალაძე , ახალი ამბები
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მეცენატია და დეოლიგარქიზაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს, განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს. ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში ერთადერთ ოლიგარქს საქართველოში ყველაზე მდიდარ ადამიანს – ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ.
„ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი სიკეთე გააკეთა ამ ქვეყნისთვის, რომელიც ყოველთვის მხარში ედგა ჩვენს ქვეყანას, მათ შორის წინა ხელისუფლების პერიოდში... ის არის მეცენატი, პატრიოტი, ამ ქვეყანასა და ხალხზე შეყვარებული ადამიანი“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, მმართველი პარტიის გენმდივანმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად.
„ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ამ რთულ და მნიშვნელოვან – ევროინტეგრაციის გზაზე. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი საინტერესო რეფორმა განხორციელდა. დღეს გვაქვს შესასრულებელი 12-პუნქტიანი გეგმა და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალაძემ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა, გარკვეულ საკითხებზე რჩევებისთვის მიმართავენ, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ მის ჩარევას ქვეყნის მართვაში.
მმართველ პარტიაში, პირიქით, ოლიგარქებს უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს – პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის“ ლიდერ კახა ოქრიაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.
მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებით, უკრაინული კანონით სწორედ ეს ადამიანები ჩაითვლებიან ოლიგარქებად.