https://sputnik-georgia.com/20230316/papuasvili-nacmozraobaze-brwyalebs-gamoacenen-275845498.html
როგორც კი „გრამ ხელისუფლებას“ მიიღებენ, ბრჭყალებს გამოაჩენენ - პაპუაშვილი „ნაცმოძრაობაზე"
როგორც კი „გრამ ხელისუფლებას“ მიიღებენ, ბრჭყალებს გამოაჩენენ - პაპუაშვილი „ნაცმოძრაობაზე"
Sputnik საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის" განზრახვაზე, დაიწყოს მასობრივი საპროტესტო აქციები. 16.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-16T18:03+0400
2023-03-16T18:03+0400
2023-03-16T20:45+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23151/30/231513078_0:51:1001:614_1920x0_80_0_0_dd1f9824701ec0eb6691d9ea8aa9a411.png
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. „გულაგის“ სისტემის შექმნა და ადამიანების ჩაგვრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავარი პოლიტიკური ფილოსოფიაა, ისინი ბრჭყალებს გამოაჩენენ, თუ სულ მცირე ძალაუფლება მაინც მიიღეს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. ბოლო პერიოდში შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" სათავეებთან იდგა, რამდენიმე ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტია მალე გადავა აქტიურ მოქმედებებზე და მან მასობრივი საპროტესტო აქციები დააანონსა, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლების შეცვლაა. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებს, ეს, პაპუაშვილის შეფასებით, პოლიტიკური ფარისევლობაა, როდესაც „გულაგის“ შემქმნელი პარტია დემოკრატიაზე და უფლებებზე ლაპარაკობს. „რეაქცია მარტივია. საზოგადოებამ უკვე ბევრჯერ აჩვენა „ნაციონალურ მოძრაობას", რომ მათი რადიკალური ქმედებები არ იქნება მიღებული", – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. „ნაციონალური მოძრაობის" ახალმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა, რომელსაც მერაბიშვილი უჭერს მხარს, მოსახლეობას 9 აპრილს რუსთაველზე შეკრებისკენ მოუწოდა. „კეზერაშვილი ჩვენი სანტაა" - კობახიძე თავდაცვის ექს-მინისტრის საჩუქრებზე>> ერთ-ერთ თავის ბოლო ინტერვიუში მერაბიშვილმა განაცხადა, რომ პარტია აღდგენის გზაზეა, რადგან აქამდე პარტიის ლიდერები მრავალი წლის განმავლობაში არამცთუ აქციების მოწყობას, არამედ სპონტანურად დაწყებული აქციების განვითარებასაც კი არ ცდილობდნენ. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა და მერაბიშვილს იმედი აქვს, რომ რამდენიმე თვეში შეძლებს ქუჩაში რეალური პროტესტის ნახვას.„ქართული ოცნების" ლიდერები მერაბიშვილს 2004–2012 წლების „სისხლიანი რეჟიმის" ერთ-ერთ ავტორს უწოდებენ. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მერაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო საქართველოში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის სისხლის სამართლის ხუთ საქმეში დამნაშავედ ცნეს და მან ციხეში 6 წელი და 9 თვე დაჰყო. „ძალიან ცდებიან" - კალაძე ოპოზიციის რევოლუციურ გეგმებზე>>მმართველი პარტია უკვე რამდენიმე თვეა „ნაცმოძრაობის" დაშლას აანონსებს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ეს პარტია პოპულარობით მეორეა საქართველოში, თუმცა დიდად ჩამორჩება მმართველ პარტიას. ბოლო დროს „ნაცმოძრაობის" რეიტინგი 5%-მდე შემცირდა. სხვა ოპოზიციური პარტიების რეიტინგი 3%-ის ფარგლებში მერყეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23151/30/231513078_56:0:943:665_1920x0_80_0_0_a4d6d0bcbc74830192ee149d68a325ef.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
როგორც კი „გრამ ხელისუფლებას“ მიიღებენ, ბრჭყალებს გამოაჩენენ - პაპუაშვილი „ნაცმოძრაობაზე"
18:03 16.03.2023 (განახლებულია: 20:45 16.03.2023) პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის" განზრახვაზე, დაიწყოს მასობრივი საპროტესტო აქციები.
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. „გულაგის“ სისტემის შექმნა და ადამიანების ჩაგვრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავარი პოლიტიკური ფილოსოფიაა, ისინი ბრჭყალებს გამოაჩენენ, თუ სულ მცირე ძალაუფლება მაინც მიიღეს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ბოლო პერიოდში შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" სათავეებთან იდგა, რამდენიმე ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტია მალე გადავა აქტიურ მოქმედებებზე და მან მასობრივი საპროტესტო აქციები დააანონსა, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლების შეცვლაა.
„ამ ადამიანებმა საერთოდ ვერაფერი გააცნობიერეს. ისეთივე მოძალადეები არიან, როგორებიც იყვნენ ხელისუფლებაში. ერთადერთი განსხვავებაა, რომ მათ არ აქვთ ძალაუფლების ბერკეტები და თავიანთ ძალადობრივ იდეებს ვერ ახორციელებენ. როგორც კი მიიღებენ ერთ გრამ ხელისუფლებასაც კი, იმ მომენტშივე გამოაჩენენ თავიანთ ბრჭყალებს და ზუსტად იმ „გულაგების“ სისტემას აღადგნენ, რომელიც მათ ჰქონდათ საქართველოში დამკვიდრებული", – განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებს, ეს, პაპუაშვილის შეფასებით, პოლიტიკური ფარისევლობაა, როდესაც „გულაგის“ შემქმნელი პარტია დემოკრატიაზე და უფლებებზე ლაპარაკობს.
„რეაქცია მარტივია. საზოგადოებამ უკვე ბევრჯერ აჩვენა „ნაციონალურ მოძრაობას", რომ მათი რადიკალური ქმედებები არ იქნება მიღებული", – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„ნაციონალური მოძრაობის" ახალმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა, რომელსაც მერაბიშვილი უჭერს მხარს, მოსახლეობას 9 აპრილს რუსთაველზე შეკრებისკენ მოუწოდა.
ერთ-ერთ თავის ბოლო ინტერვიუში მერაბიშვილმა განაცხადა, რომ პარტია აღდგენის გზაზეა, რადგან აქამდე პარტიის ლიდერები მრავალი წლის განმავლობაში არამცთუ აქციების მოწყობას, არამედ სპონტანურად დაწყებული აქციების განვითარებასაც კი არ ცდილობდნენ. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა და მერაბიშვილს იმედი აქვს, რომ რამდენიმე თვეში შეძლებს ქუჩაში რეალური პროტესტის ნახვას.
„ქართული ოცნების" ლიდერები მერაბიშვილს 2004–2012 წლების „სისხლიანი რეჟიმის" ერთ-ერთ ავტორს უწოდებენ. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მერაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო საქართველოში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის სისხლის სამართლის ხუთ საქმეში დამნაშავედ ცნეს და მან ციხეში 6 წელი და 9 თვე დაჰყო.
მმართველი პარტია უკვე რამდენიმე თვეა „ნაცმოძრაობის" დაშლას აანონსებს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ეს პარტია პოპულარობით მეორეა საქართველოში, თუმცა დიდად ჩამორჩება მმართველ პარტიას.
ბოლო დროს „ნაცმოძრაობის" რეიტინგი 5%-მდე შემცირდა. სხვა ოპოზიციური პარტიების რეიტინგი 3%-ის ფარგლებში მერყეობს.