https://sputnik-georgia.com/20230313/cdebian-kalaze-opoziciis-revoluciur-gegmebze-275747424.html
„ძალიან ცდებიან" - კალაძე ოპოზიციის რევოლუციურ გეგმებზე
„ძალიან ცდებიან" - კალაძე ოპოზიციის რევოლუციურ გეგმებზე
Sputnik საქართველო
ზოგიერთი პოლიტიკოსი მოწყვეტილია რეალობას და არ ესმის რა ხდება ქვეყანაში, განაცხადა კალაძემ. 13.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-13T19:37+0400
2023-03-13T19:37+0400
2023-03-13T22:32+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
კახა კალაძე
ქართული ოცნება
თბილისის მერია
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260192008_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_601b70facc90894fc146b63f9e75e4e5.jpg
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოში ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ ცივილური გზით მოხდება და არა რევოლუციითა და სისხლისღვრით, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ. საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სათავეებთან იდგა, საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციები დააანონსა. მისი თქმით, მთავარი მიზანია საქართველოს ხელისუფლების შეცვლა და ქვეყანაში საინტერესო გაზაფხული და ზაფხული იქნება. მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ყოველდღიურად ისმის მეორე ფრონტის გახსნისკენ მოწოდებები. ზოგიერთი პოლიტიკოსი მოწყვეტილია რეალობას და არ ესმის რა ხდება ქვეყანაში, აღნიშნა კალაძემ. „ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ, რა თქმა უნდა, ძალიან სამარცხვინო იყო. ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო უნდათ, იმისთვის, რომ თავად დაბრუნდნენ და მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობა ჰქონდეთ", – განაცხადა კალაძემ.ქადაგიშვილი: რადიკალური ოპოზიციის მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა>> საუბრები ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის შესახებ საპროტესტო აქციების შემდეგ ისევ დაიწყო. მანამდე უცხოური აგენტების კანონის მიღების წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა თბილისში. შედეგად, მმართველმა პარტიამ ორივე კანონპროექტი გაიწვია. უფრო ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არ გამორიცხა, რომ რადიკალურ ოპოზიციას თვითონ შეეძლო რამდენიმე სტუდენტის მოკვლა აქციაზე, რათა სიტუაციის დესტაბილიზაცია მომხდარიყო, მისი თქმით, მთავრობამ ქვეყანაში სტაბილურობაზე და მშვიდობაზე იზრუნა და ამ კანონპროექტებზე უარი თქვა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, სანამ ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა", ის საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტის გახსნას მხარს არ დაუჭერს. საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მოუწოდა. მისი თქმით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა. უკრაინის პრეზიდენტის ახლო გარემოცვის მხრიდან ისმოდა მოწოდებები დაკარგული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დაბრუნებისთვის მოქმედებისკენ, ხოლო საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, რომ არ გადაუხვევენ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზას, შეაფასეს, როგორც რუსეთის პოზიციების გამართლება. საქართველო უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, ასევე იცავს საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260192008_36:0:1173:853_1920x0_80_0_0_a64427606b761e1694c9b842a7b6c73e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე , ქართული ოცნება , თბილისის მერია, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე , ქართული ოცნება , თბილისის მერია, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
„ძალიან ცდებიან" - კალაძე ოპოზიციის რევოლუციურ გეგმებზე
19:37 13.03.2023 (განახლებულია: 22:32 13.03.2023) ზოგიერთი პოლიტიკოსი მოწყვეტილია რეალობას და არ ესმის რა ხდება ქვეყანაში, განაცხადა კალაძემ.
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოში ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ ცივილური გზით მოხდება და არა რევოლუციითა და სისხლისღვრით, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სათავეებთან იდგა, საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციები დააანონსა. მისი თქმით, მთავარი მიზანია საქართველოს ხელისუფლების შეცვლა და ქვეყანაში საინტერესო გაზაფხული და ზაფხული იქნება.
„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია დაპირისპირებით, რევოლუციით, სისხლისღვრით, ძალიან ცდება. ხელისუფლების შეცვლა საქართველოში, ისევე, როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყანაში, მოხდება ცივილური გზით და ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა და არა კონკრეტული პოლიტიკოსები", – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ყოველდღიურად ისმის მეორე ფრონტის გახსნისკენ მოწოდებები. ზოგიერთი პოლიტიკოსი მოწყვეტილია რეალობას და არ ესმის რა ხდება ქვეყანაში, აღნიშნა კალაძემ.
„ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ, რა თქმა უნდა, ძალიან სამარცხვინო იყო. ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო უნდათ, იმისთვის, რომ თავად დაბრუნდნენ და მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობა ჰქონდეთ", – განაცხადა კალაძემ.
საუბრები ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის შესახებ საპროტესტო აქციების შემდეგ ისევ დაიწყო. მანამდე უცხოური აგენტების კანონის მიღების წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა თბილისში. შედეგად, მმართველმა პარტიამ ორივე კანონპროექტი გაიწვია.
უფრო ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არ გამორიცხა, რომ რადიკალურ ოპოზიციას თვითონ შეეძლო რამდენიმე სტუდენტის მოკვლა აქციაზე, რათა სიტუაციის დესტაბილიზაცია მომხდარიყო, მისი თქმით, მთავრობამ ქვეყანაში სტაბილურობაზე და მშვიდობაზე იზრუნა და ამ კანონპროექტებზე უარი თქვა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, სანამ ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა", ის საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტის გახსნას მხარს არ დაუჭერს.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მოუწოდა. მისი თქმით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა.
უკრაინის პრეზიდენტის ახლო გარემოცვის მხრიდან ისმოდა მოწოდებები დაკარგული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დაბრუნებისთვის მოქმედებისკენ, ხოლო საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, რომ არ გადაუხვევენ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზას, შეაფასეს, როგორც რუსეთის პოზიციების გამართლება.
საქართველო უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, ასევე იცავს საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.