https://sputnik-georgia.com/20250421/msvidobit-franciske-romis-papis-saqartvelosi-pirveli-vizitis-gaxseneba-292985076.html
მშვიდობით, ფრანცისკე: რომის პაპის საქართველოში პირველი ვიზიტის გახსენება
მშვიდობით, ფრანცისკე: რომის პაპის საქართველოში პირველი ვიზიტის გახსენება
Sputnik საქართველო
დიდ ორშაბათს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა რომის პაპი ფრანცისკე 21.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-21T19:07+0400
2025-04-21T19:07+0400
2025-04-21T19:07+0400
რომის პაპი
საქართველო
გიორგი მარგველაშვილი
მცხეთა
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23336/62/233366205_0:0:5546:3120_1920x0_80_0_0_368e89db1d00f5d3e6a4aab4f7d9072b.jpg
ღარიბებისა და უსახლკაროების, სამყაროსა და კლიმატის დამცველი, ფრანცისკეს ეს პოსტი თითქმის 12 წლის განმავლობაში ეკავა. წლების განმავლობაში, სანამ მისი ჯანმრთელობა გაუარესდებოდა, პონტიფიკოსი ბევრს მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყანაში. ცხრა წლის წინ, 2016 წლის 30 სექტემბერს მან საქართველოც მოინახულა.რომის პაპმა სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ძალიან ინტენსიურად გაატარა: რამდენჯერმე შეხვდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, ეწვია სვეტიცხოვლის მართლმადიდებლურ ეკლესიას საქართველოს უძველეს დედაქალაქ მცხეთაში, ეწვია თბილისის რამდენიმე კათოლიკურ ეკლესიას და შეხვდა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს.იმ ვიზიტის დროს ქართველები პირადად დარწმუნდნენ, როგორ მოკრძალებულ ცხოვრებას ეწევა რომის პაპი. საქართველოს დედაქალაქში „პაპის სუპერავტომობილის“ ნაცვლად ის კორეის წარმოების ბიუჯეტური მანქანით გადაადგილდებოდა.თავისი ვიზიტის პირველი დღე რომის პაპმა ასირიულ-ქალდეური ეკლესიის მონახულებით დაასრულა. კათოლიციზმის ისტორიაში ეს იყო რომის პაპის პირველი ვიზიტი ასეთ ეკლესიაში. ამ ვიზიტის სასიამოვნო მოვლენად იქცა მტრედი — სულიწმინდისა და მშვიდობის სიმბოლო, რომელიც რომის პაპმა ეკლესიის ზღურბლიდან ააფრინა.გარდა ამისა, მან თბილისში არსებული რამდენიმე კათოლიკური ეკლესია მოინახულა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესა ჩაატარა.ვიზიტიდან ორი თვის შემდეგ ფრანცისკე აღიარებს, რომ საქართველოს შესახებ საუკეთესო მოგონებები დარჩა.კათოლიკური ეკლესიის მეთაური ხშირად აღნიშნავდა ქართველი ხალხის კულტურითა და სულიერებით აღფრთოვანებას, ხოლო პატრიარქ ილია მეორეზე ამბობდა, რომ „მასში ჭეშმარიტად ღვთის ადამიანი დაინახა“.პაპს ასევე არ დაუმალავს, რომ როცა მოწყენილია, უსმენს ქართული ეკლესიის წინამძღვრის, ილია მეორის დაწერილ მუსიკას და იხსენებს ქართული ღვინის ყლუპს, რომელიც საქართველოში ყოფნისას დააგემოვნა.
საქართველო
მცხეთა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23336/62/233366205_109:0:5038:3697_1920x0_80_0_0_8b95a517cd3c8a134c2e25b010e2dd5a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რომის პაპი, საქართველო, გიორგი მარგველაშვილი , მცხეთა, რელიგია
რომის პაპი, საქართველო, გიორგი მარგველაშვილი , მცხეთა, რელიგია
მშვიდობით, ფრანცისკე: რომის პაპის საქართველოში პირველი ვიზიტის გახსენება
დიდ ორშაბათს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა რომის პაპი ფრანცისკე
ღარიბებისა და უსახლკაროების, სამყაროსა და კლიმატის დამცველი, ფრანცისკეს ეს პოსტი თითქმის 12 წლის განმავლობაში ეკავა. წლების განმავლობაში, სანამ მისი ჯანმრთელობა გაუარესდებოდა, პონტიფიკოსი ბევრს მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყანაში. ცხრა წლის წინ, 2016 წლის 30 სექტემბერს მან საქართველოც მოინახულა.
რომის პაპმა სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ძალიან ინტენსიურად გაატარა: რამდენჯერმე შეხვდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, ეწვია სვეტიცხოვლის მართლმადიდებლურ ეკლესიას საქართველოს უძველეს დედაქალაქ მცხეთაში, ეწვია თბილისის რამდენიმე კათოლიკურ ეკლესიას და შეხვდა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს.
„თქვენი სამშობლოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, თქვენივე კულტურით, ენითა და ტრადიციებით გამოხატულ ფასეულობებში ფესვგადგმული, სრული უფლებით მიუჩენს თქვენს ქვეყანას ნაყოფიერსა და გამორჩეულ ადგილს ევროპული ცივილიზაციის წიაღში“, - ბრძანა მაშინ პაპმა ფრანცისკემ.
იმ ვიზიტის დროს ქართველები პირადად დარწმუნდნენ, როგორ მოკრძალებულ ცხოვრებას ეწევა რომის პაპი. საქართველოს დედაქალაქში „პაპის სუპერავტომობილის“ ნაცვლად ის კორეის წარმოების ბიუჯეტური მანქანით გადაადგილდებოდა.
თავისი ვიზიტის პირველი დღე რომის პაპმა ასირიულ-ქალდეური ეკლესიის მონახულებით დაასრულა. კათოლიციზმის ისტორიაში ეს იყო რომის პაპის პირველი ვიზიტი ასეთ ეკლესიაში. ამ ვიზიტის სასიამოვნო მოვლენად იქცა მტრედი — სულიწმინდისა და მშვიდობის სიმბოლო, რომელიც რომის პაპმა ეკლესიის ზღურბლიდან ააფრინა.
გარდა ამისა, მან თბილისში არსებული რამდენიმე კათოლიკური ეკლესია მოინახულა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესა ჩაატარა.
ვიზიტიდან ორი თვის შემდეგ ფრანცისკე აღიარებს, რომ საქართველოს შესახებ საუკეთესო მოგონებები დარჩა.
კათოლიკური ეკლესიის მეთაური ხშირად აღნიშნავდა ქართველი ხალხის კულტურითა და სულიერებით აღფრთოვანებას, ხოლო პატრიარქ ილია მეორეზე ამბობდა, რომ „მასში ჭეშმარიტად ღვთის ადამიანი დაინახა“.
პაპს ასევე არ დაუმალავს, რომ როცა მოწყენილია, უსმენს ქართული ეკლესიის წინამძღვრის, ილია მეორის დაწერილ მუსიკას და იხსენებს ქართული ღვინის ყლუპს, რომელიც საქართველოში ყოფნისას დააგემოვნა.