https://sputnik-georgia.com/20230724/----------280241952.html
„ბინძური ტყუილი“: მარგველაშვილის პირველი კომენტარი აშშ-ის მიერ გავრცელებულ მონაცემებზე
„ბინძური ტყუილი“: მარგველაშვილის პირველი კომენტარი აშშ-ის მიერ გავრცელებულ მონაცემებზე
Sputnik საქართველო
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნახსენებია დოკუმენტებში, რომლებიც ეხება მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ურთიერთობას ამერიკულ ლობისტურ... 24.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-24T20:57+0400
2023-07-24T20:57+0400
2023-07-24T23:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24059/72/240597266_0:0:2001:1125_1920x0_80_0_0_909af33c993c9ae433e4f6036705262d.jpg
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბინძური ტყუილი და პროპაგანდა უწოდა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ მონაცემებს, სადაც იგი ნახსენებია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ამერიკულ ლობისტურ კომპანიებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით.გასულ კვირაში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა მონაცემები საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების Akerman-ისა და GP International-ის საქმიანობის შესახებ. დოკუმენტის მიხედვით, კომპანია GP International-ის მიერ დაქირავებულმა Cision PR Newswire-მა პიარ-კამპანიისთვის „სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად", რომელსაც მარგველაშვილი ხელმძღვანელობდა, 2023 წლის თებერვალში 11,5 ათას დოლარზე მეტი მიიღო.„მარგველაშვილისთვის უხერხული უნდა იყოს": დეპუტატი აშშ-ის მიერ გავრცელებულ მონაცემებზე >>>ექს-პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2022 წლის დეკემბრის ბოლოს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, რომელსაც ხელი 130-ზე მეტმა ყოფილმა თანამდებობის პირმა ან პოლიტიკურმა მოღვაწემ მოაწერა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა დაუშვან, რომ ექს-პრეზიდენტი „წამებისგან მოკვდეს“ და ის სასწრაფოდ უნდა გაგზავნონ სამკურნალოდ საზღვარგარეთ.სააკაშვილი და მისი ოჯახი ნაქურდალ ფულს დეზინფორმაციაზე ხარჯავენ - დეპუტატი>>>მარგველაშვილის საჯარო განცხადებას იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტყუილი და უსაფუძვლო მანიპულაციური ბრალდება უწოდა.ევროპარლამენტმა 2023 წლის თებერვლის შუა რიცხვებში მიიღო რეზოლუცია, სადაც ლაპარაკია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე და ხელისუფლების მხრიდან ამაზე არაადეკვატურ რეაქციაზე. ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეზოლუციას სამარცხვინო უწოდა.ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივსააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.„პაიკები ომის პარტიის ხელში" - სუბარი ევროპარლამენტის დეპუტატებზე>>>კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24059/72/240597266_37:0:1765:1296_1920x0_80_0_0_af5b73ae0558cbb713a692267e1539e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , გიორგი მარგველაშვილი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , გიორგი მარგველაშვილი
„ბინძური ტყუილი“: მარგველაშვილის პირველი კომენტარი აშშ-ის მიერ გავრცელებულ მონაცემებზე
20:57 24.07.2023 (განახლებულია: 23:09 24.07.2023) საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნახსენებია დოკუმენტებში, რომლებიც ეხება მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ურთიერთობას ამერიკულ ლობისტურ კომპანიებთან.
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბინძური ტყუილი და პროპაგანდა უწოდა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ მონაცემებს, სადაც იგი ნახსენებია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ამერიკულ ლობისტურ კომპანიებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
გასულ კვირაში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა მონაცემები საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების Akerman-ისა და GP International-ის საქმიანობის შესახებ. დოკუმენტის მიხედვით, კომპანია GP International-ის მიერ დაქირავებულმა Cision PR Newswire-მა პიარ-კამპანიისთვის „სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად", რომელსაც მარგველაშვილი ხელმძღვანელობდა, 2023 წლის თებერვალში 11,5 ათას დოლარზე მეტი მიიღო.
„ორი კომენტარი მაქვს. ერთი სერიოზული, როდესაც იწყება ბინძური ტყუილი და დეზინფორმაცია, ამაზე სერიოზული და სიღრმისეული კომენტარის გაკეთება ჩემს მიზანს არ წარმოადგენს. ბინძურ პიარზე და ტყუილზე კომენტარს არ ვაკეთებ. მხიარული კომენტარია – თუ გადაწყვიტეს, რომ მე გავხდი მექრთამე და ფულის ამღები, პრინციპულად შეურაცხყოფილი ვარ ამ პატარა თანხით – 11.500 დოლარით, ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია. ერთადერთი, რაც ემოციურად შემეხო ამ პროცესში, თანხის სიმცირე იყო", – აღნიშნა მარგველაშვილმა.
ექს-პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2022 წლის დეკემბრის ბოლოს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, რომელსაც ხელი 130-ზე მეტმა ყოფილმა თანამდებობის პირმა ან პოლიტიკურმა მოღვაწემ მოაწერა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა დაუშვან, რომ ექს-პრეზიდენტი „წამებისგან მოკვდეს“ და ის სასწრაფოდ უნდა გაგზავნონ სამკურნალოდ საზღვარგარეთ.
მარგველაშვილის საჯარო განცხადებას იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტყუილი და უსაფუძვლო მანიპულაციური ბრალდება უწოდა.
ევროპარლამენტმა 2023 წლის თებერვლის შუა რიცხვებში მიიღო რეზოლუცია, სადაც ლაპარაკია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე და ხელისუფლების მხრიდან ამაზე არაადეკვატურ რეაქციაზე. ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეზოლუციას სამარცხვინო უწოდა.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.