https://sputnik-georgia.com/20230724/saakasvili-da-misi-ojaxi-naqurdal-fuls-dezinformaciaze-xarjaven-wilosani-280222998.html
სააკაშვილი და მისი ოჯახი ნაქურდალ ფულს დეზინფორმაციაზე ხარჯავენ - დეპუტატი
სააკაშვილი და მისი ოჯახი ნაქურდალ ფულს დეზინფორმაციაზე ხარჯავენ - დეპუტატი
Sputnik საქართველო
ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრები საქართველოს საწინააღმდეგო კამპანიას აფინანსებდნენ. 24.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-24T16:06+0400
2023-07-24T16:06+0400
2023-07-24T21:29+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266113033_0:0:3641:2048_1920x0_80_0_0_75c52c2bb22fdc9719ff90db7f625942.jpg
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახი ნაქურდალ ფულს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე ხარჯავენ, ასევე იმაზე, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" ნინო წილოსანმა. გასულ კვირაში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა მონაცემები საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების Akerman-ისა და GP International-ის საქმიანობის შესახებ, რომელიც შეიცავს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღების აგიტაციის, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტების, პოლონელი ექიმების სკანდალური ვიზიტის შესახებ და ა.შ. ინფორმაციას. ამ კომპანიების დეკლარაციებში მოყვანილია, მათ შორის, შეკვეთილი სტატიები, რომლებიც დასავლურ მედიაში გამოქვეყნდა. FARA-ს კანონის საფუძველზე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულმა დოკუმენტებმა ზღვა ინფორმაცია მოგვცა ბევრი დასკვნის გასაკეთებლად. მათ შორის იმაზე, ვინ იყო ჩართული ამ პროცესების ლობირებაში, აღნიშნა წილოსანმა. „იყო პრეზიდენტთან კომუნიკაცია, რაც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას უკავშირდებოდა. ის, რომ პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ქმედებები მის დაპირებებს არ შეესაბამება, ალბათ გარკვეული ლობირების თუ სხვა მიზეზებიდან გამომდინარეა", – აღნიშნა წილოსანმა. დეპუტატმა ასევე აღნიშნა FARA-ს კანონის სარგებელი, რომლის ანალოგის მიღებას 2023 წლის მარტში საქართველოში შეეცადნენ, მაგრამ მასშტაბური აქციების გამო ის არ მიიღეს. ღარიბაშვილი: სააკაშვილის ოჯახი საქართველოს იმიჯის შელახვაში მილიონებს ხარჯავს>>„FARA-ს კანონი კარგი და სასარგებლოა ქვეყნისა და ობიექტური ინტერესებისთვის, რაც ჩვენ შემთხვევაში ზუსტად ნათარგმნი კანონი „რუსულ კანონად" იქნა მოხსენიებული. ალბათ საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ყველაფერს ნათლად დაინახავდა", – განაცხადა დეპუტატმა. საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ასევე ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ინიციატორები და მმართველი პარტია ამტკიცებდნენ, რომ ის საჭიროა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები. სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე. მდინარაძე: სააკაშვილის და „რადიკალური ოპოზიციის“ ზრახვები მთლიანად გაშიშვლებულია>>ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს. დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში". ექს-პრეზიდენტის ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს. აშშ-ის დოკუმენტები ადასტურებს, რომ კამპანია სააკაშვილის გარშემო იყო დაგეგმილი - პაპუაშვილი>>მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ. სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266113033_387:0:3118:2048_1920x0_80_0_0_dc7f0bf45ded774e5d3b9f4eda898fc0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
სააკაშვილი და მისი ოჯახი ნაქურდალ ფულს დეზინფორმაციაზე ხარჯავენ - დეპუტატი
16:06 24.07.2023 (განახლებულია: 21:29 24.07.2023) ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრები საქართველოს საწინააღმდეგო კამპანიას აფინანსებდნენ.
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახი ნაქურდალ ფულს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე ხარჯავენ, ასევე იმაზე, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" ნინო წილოსანმა.
გასულ კვირაში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა მონაცემები საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების Akerman-ისა და GP International-ის საქმიანობის შესახებ, რომელიც შეიცავს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღების აგიტაციის, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტების, პოლონელი ექიმების სკანდალური ვიზიტის შესახებ და ა.შ. ინფორმაციას. ამ კომპანიების დეკლარაციებში მოყვანილია, მათ შორის, შეკვეთილი სტატიები, რომლებიც დასავლურ მედიაში გამოქვეყნდა.
„ეს დოკუმენტები ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახი ნაქურდალ და არკეთილსინდისიერად მიღებულ თანხებს ცრუ და არასწორი ინფორმაციების გავრცელებისთვის არ იშურებენ. ასევე ზრუნავენ მავნებლური რეზოლუციების მიღებაზე. ყველაზე მძიმე სანახავია, რომ ფულის გადახდა ხდება იმისთვის, რომ საქართველო დასანქცირებული იყოს", - განუცხადა წილოსანმა ჟურნალისტებს.
FARA-ს კანონის საფუძველზე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულმა დოკუმენტებმა ზღვა ინფორმაცია მოგვცა ბევრი დასკვნის გასაკეთებლად. მათ შორის იმაზე, ვინ იყო ჩართული ამ პროცესების ლობირებაში, აღნიშნა წილოსანმა.
„იყო პრეზიდენტთან კომუნიკაცია, რაც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას უკავშირდებოდა. ის, რომ პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ქმედებები მის დაპირებებს არ შეესაბამება, ალბათ გარკვეული ლობირების თუ სხვა მიზეზებიდან გამომდინარეა", – აღნიშნა წილოსანმა.
დეპუტატმა ასევე აღნიშნა FARA-ს კანონის სარგებელი, რომლის ანალოგის მიღებას 2023 წლის მარტში საქართველოში შეეცადნენ, მაგრამ მასშტაბური აქციების გამო ის არ მიიღეს.
„FARA-ს კანონი კარგი და სასარგებლოა ქვეყნისა და ობიექტური ინტერესებისთვის, რაც ჩვენ შემთხვევაში ზუსტად ნათარგმნი კანონი „რუსულ კანონად" იქნა მოხსენიებული. ალბათ საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ყველაფერს ნათლად დაინახავდა", – განაცხადა დეპუტატმა.
საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ასევე ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ინიციატორები და მმართველი პარტია ამტკიცებდნენ, რომ ის საჭიროა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
ექს-პრეზიდენტის ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.