https://sputnik-georgia.com/20230720/--------279958666.html
მდინარაძე: სააკაშვილის და „რადიკალური ოპოზიციის“ ზრახვები მთლიანად გაშიშვლებულია
მდინარაძე: სააკაშვილის და „რადიკალური ოპოზიციის“ ზრახვები მთლიანად გაშიშვლებულია
Sputnik საქართველო
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემების წყალობით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერები ქვეყნის სანქცირებას ლობირებენ... 20.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-20T20:00+0400
2023-07-20T20:00+0400
2023-07-20T22:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625585_0:58:2400:1408_1920x0_80_0_0_e7b6c4e81f0c08fe5dd6a57cd4107f7b.jpg
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულმა მონაცემებმა სრულად გააშიშვლა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მის მიერ დაფუძნებული უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეალური განზრახვები – ისინი ლობისტების დახმარებით საქართველოს დასანქცირებაზე მუშაობენ, დაწერა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში.აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების საქმიანობის შესახებ მორიგი მასალები გამოაქვეყნა. ამჯერად საუბარია შეკვეთილ სტატიებზე, რომლებიც დასავლურ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა. მანამდე დეპარტამენტმა გამოაქვეყნა მონაცემები ლობისტური კომპანიების საქმიანობაზე, რომლებიც შეიცავს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღების აგიტაციის, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტების, პოლონელი ექიმების სკანდალური ვიზიტის შესახებ და ა.შ. ინფორმაციას.როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ლობისტები უწერენ ევროპარლამენტის დეპუტატებს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციების ტექსტებს. პარალელურად სააკაშვილის მოპარული კვლევის ნიმუშებით ცდილობენ ექსპერტიზების გაყალბებას და განზრახ აზიანებენ საქართველოს იმიჯს.„ერთი სიტყვით, უკვე მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ ცდილობენ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის განადგურებას, რითაც მოცემულ დროს განსაკუთრებით მტრობენ ქვეყნის ევროპულ მომავალს!“ – აღნიშნა მდინარაძემ.მანამდე კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა აშშ-ში მოქმედი კანონის უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ (FARA), რომლის ანალოგის მიღებასაც 2023 წელს საქართველოში გეგმავდნენ, მაგრამ თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო ის არ იქნა მიღებული.აშშ-ის დოკუმენტები ადასტურებს, რომ კამპანია სააკაშვილის გარშემო იყო დაგეგმილი - პაპუაშვილი >>საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ასევე ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ინიციატორები და მმართველი პარტია ამტკიცებდნენ, რომ ის საჭიროა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.მოგვიანებით „ქართული ოცნების“ ზოგიერთმა ლიდერმა აღიარა, რომ ვერ დაარწმუნეს საზოგადოება ინიციატივის სარგებლიანობაში, ხოლო ოპოზიციის პიარ-კამპანია იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მისაღები პროექტი რუსეთული კანონის ანალოგიურია და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებას, უფრო ძლიერი აღმოჩნდა.ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივსააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".სააკაშვილის თემა არ უნდა იყოს მუდმივად პოლიტიკური დღის წესრიგი - გახარიას პარტია>>>ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625585_0:0:2133:1600_1920x0_80_0_0_e0d2616f08cae416e1ff8d65e2c12bef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, აშშ
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, აშშ
მდინარაძე: სააკაშვილის და „რადიკალური ოპოზიციის“ ზრახვები მთლიანად გაშიშვლებულია
20:00 20.07.2023 (განახლებულია: 22:10 20.07.2023) აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემების წყალობით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერები ქვეყნის სანქცირებას ლობირებენ, განაცხადა დეპუტატმა.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულმა მონაცემებმა სრულად გააშიშვლა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მის მიერ დაფუძნებული უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეალური განზრახვები – ისინი ლობისტების დახმარებით საქართველოს დასანქცირებაზე მუშაობენ, დაწერა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების საქმიანობის შესახებ მორიგი მასალები გამოაქვეყნა. ამჯერად საუბარია შეკვეთილ სტატიებზე, რომლებიც დასავლურ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა. მანამდე დეპარტამენტმა გამოაქვეყნა მონაცემები ლობისტური კომპანიების საქმიანობაზე, რომლებიც შეიცავს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღების აგიტაციის, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტების, პოლონელი ექიმების სკანდალური ვიზიტის შესახებ და ა.შ. ინფორმაციას.
„ამერიკულმა კანონმა, რომლის ქართული ანალოგის ინიცირებას საქართველოში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, გუშინ მთლიანად გააშიშვლა რადიკალური ოპოზიციის რეალური ზრახვები: სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“ და მათი დავალების მიმცემები, ოფიციალური ლობისტების მეშვეობითაც კი, საქართველოს დასანქცირებაზე მუშაობენ!“ – დაწერა მდინარაძემ.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ლობისტები უწერენ ევროპარლამენტის დეპუტატებს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციების ტექსტებს. პარალელურად სააკაშვილის მოპარული კვლევის ნიმუშებით ცდილობენ ექსპერტიზების გაყალბებას და განზრახ აზიანებენ საქართველოს იმიჯს.
„ერთი სიტყვით, უკვე მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ ცდილობენ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის განადგურებას, რითაც მოცემულ დროს განსაკუთრებით მტრობენ ქვეყნის ევროპულ მომავალს!“ – აღნიშნა მდინარაძემ.
მანამდე კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა აშშ-ში მოქმედი კანონის უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ (FARA), რომლის ანალოგის მიღებასაც 2023 წელს საქართველოში გეგმავდნენ, მაგრამ თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო ის არ იქნა მიღებული.
საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ასევე ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ინიციატორები და მმართველი პარტია ამტკიცებდნენ, რომ ის საჭიროა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
მოგვიანებით „ქართული ოცნების“ ზოგიერთმა ლიდერმა აღიარა, რომ ვერ დაარწმუნეს საზოგადოება ინიციატივის სარგებლიანობაში, ხოლო ოპოზიციის პიარ-კამპანია იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მისაღები პროექტი რუსეთული კანონის ანალოგიურია და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებას, უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.