პრეზიდენტის შეწყალების უფლება აბსოლუტური არ არის?

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში 2008 წელს პატიმართა შეწყალების გამო მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილი განაჩენის გამო დავა არ წყდება.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. პრეზიდენტს პატიმრების შეწყალების უფლება აქვს, მაგრამ როგორ გამოიყენებს ის ამ უფლებას, კონტროლს ექვემდებარება, განუცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს.

საქართველოს პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
ბესელიამ საქართველოს პრეზიდენტს სააკაშვილის განაჩენი განუმარტა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უფრო ადრე თავისი წინამორბედის მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა. თბილისის სასამართლომ სააკაშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულების შეწყალებასთან დაკავშირებით.

მარგველაშვილის განცხადებით, სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი ეჭვს ბადებს შეწყალებაზე პრეზიდენტის საკონსტიტუციო უფლების შეზღუდვის მცდელობასთან დაკავშირებით. პროკურატურაში, თავის მხრივ, განმარტეს, რომ ბრალდებები სააკაშვილის წინააღმდეგ წამოაყენეს არა იმიტომ, რომ მან პატიმრები შეიწყალა, არამედ იმის გამო, რომ ის ბრალდებულებს მათ დაკავებამდე დაჰპირდა გათავისუფლებას.

"პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლება შეიწყალოს მსჯავრდებულები, მაგრამ რა მიზნით და როგორ გამოიყენებს მისთვის მინიჭებულ ამ უფლებას პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ეს კონტროლს ექვემდებარება", — განაცხადა წულუკიანმა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ შეწყალება სახელმწიფო კომისიის გვერდის ავლით სააკაშვილის მხრიდან იყო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

სასამართლოს მოტივირებული დასკვნის თანახმად, საქმის მასალები მოწმობს, რომ სააკაშვილმა გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალებით თავისი ადრე მიცემული პირობა შეასრულა და ამით დაირღვა დაზარალებულის ოჯახის წევრებისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები.

წულუკიანის განცხადებით, ის არ ეთანხმება მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის უფლება შეწყალებასთან მიმართებით შეუზღუდავია და არანაირ კონტროლს არ უნდა დაექვემდებაროს საზოგადოებისა თუ მართლმსაჯულების მხრიდან.

"სააკაშვილის მიერ ამ კონკრეტულ საქმეზე შეწყალების უფლების გამოყენების კონტროლი უკვე განახორციელა ისეთმა მართლმსაჯულების ორგანომ, როგორიც არის სტრასბურგის სასამართლო. სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილებაში თქვა, რომ სააკაშვილის მიერ შეწყალების უფლების გამოყენება ამ საქმეზე იყო საოცარი, თუ გნებავთ, შოკისმომგვრელი, რადგან როდესაც საქმე ეხება უდანაშაულო ადამიანის მკვლელობას, ამ საქმეზე იხდიან სასჯელს პატიმრები, იქ შეწყალების უფლება არ უნდა გამოყენებულიყო", — აღნიშნა წულუკიანმა.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს

იმის შესახებ, რომ არც ერთი საკონსტიტუციო უფლება არ არის აბსოლუტური, თუ საუბარია ღირსების დაცვაზე ან წამების აკრძალვაზე, მანამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გირგვლიანის ოჯახის სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 2011 წლის აპრილში მიიღო. ვერდიქტი მოსარჩელის მოთხოვნებს ნაწილობრივ აკმაყოფილებდა. სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას (სააკაშვილის მეთაურობით) გირგვლიანის ოჯახისთვის, მორალური ზარალის ანაზღაურების სახით, 50 ათასი ევროს გადახდა დაავალდებულა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე 2014 წელს დაუსწრებლად წარუდგინა. თავად ექს-პრეზიდენტმა სამშობლო 2013 წელს, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა.

ყველა ახალი ამბავი
0