ბესელიამ საქართველოს პრეზიდენტს სააკაშვილის განაჩენი განუმარტა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტის შენობა
საქართველოს პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნდობა გამოუცხადა, რომელმაც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად 3 წლით პატიმრობა შეუფარდა

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები, მათ შორის შეწყალების უფლება, არ არის აბსოლუტური, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ  სააკაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა  დაუსწრებლად  იმის გამო მიუსაჯა, რომ მან 2008 წელს „გაერთიანებული საქართველოს ბანკის“ თანამშრომლის 2006 წელს მომხდარი მკვლელობისთვის მსჯავრდებულები შეიწყალა. სასამართლომ აღიარა, რომ შეწყალების სახელმწიფო კომისიის გვერდის ავლით სააკაშვილის მხრიდან მსჯავრდებულების შეწყალება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება იყო. პრეზიდენტს გააჩნია უფლება შეწყალების საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

„არცერთი კონსტიტუციური უფლება არ არის აბსოლუტური უფლება, თუ არ არის საუბარი ღირსების დაცვაზე, ან ადამიანის წამების აკრძალვაზე“, — განაცხადა ბესელიამ, რომელიც ძველი ხელისუფლების დროს ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი ადვოკატი იყო.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილის განაჩენთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

ამასთან ბესელიამ აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ენდობა.

სასამართლოს მოტივირებული დასკვნის თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მოწმობენ იმას, რომ გირგვლიანის საქმეში მსჯავრდებულების გათავისუფლებით, სააკაშვილმა მათთვის ადრე მიცემული დაპირება შეასრულა და ამან დაღუპულის ოჯახის წევრების უფლებები და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები დაარღვია.

სასამართლოს გადაწყვეტილებამ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის უკმაყოფილება გამოიწვია. მისი თქმით, განაჩენი ბადებს ეჭვებს შეწყალებაზე პრეზიდენტის საკონსტიტუციო უფლების შეზღუდვის კუთხით.

ამასთან, სააკაშვილის საქმის პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა განმარტა, რომ პროკურატურამ სააკაშვილს ბრალდებები იმის გამო კი არ წაუყენა, რომ მან მსჯავრდებულები გაათავისუფლა, არამედ იმის გამო, რომ მან ბრალდებულებს გათავისუფლება ჯერ კიდევ მათ დაკავებამდე უკანონოდ შეპირდა.

2006 წელს „გაერთიანებული საქართველოს ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ხმაურიანი გახდა.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს

ყველაფერი თბილისის ცენტრში მდებარე „შარდენ–ბარში“ მომხდარი კამათიდან დაიწყო, სადაც შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსნები – დათა ახალაია, ოლეგ მელნიკოვი, ვასილ სანოძე, შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გურამ დონაძე და ასევე იმ დროისთვის შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია იმყოფებოდნენ. კამათი შემდეგ ოქროყანაში ჩხუბში გადაიზარდა.

მოკლულის ოჯახი და ოპოზიცია ერთხმად აცხადებდნენ მომხდარ ფაქტთან ხელისუფლების მაღალი ეშელონების კავშირს. ისინი მოითხოვდნენ არამარტო შემსრულებლების, არამედ დანაშაულის ორგანიზატორების დასჯას.

Бывший президент Грузии и украинский оппозиционный лидер Михаил Саакашвили в зале суда в Киеве - Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილმა გენპროკურატურაში დაკითხვა ჩაშალა

2012 წელს, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პროკურატურამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიება განაახლა და საქმის ახალი გარემოებები აღმოაჩინა.

აღნიშნულ სამეზე სასჯელი აქვს შეფარდებული შს ექს–მინისტრ ვანო მერაბიშვილს, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 3 წლით პატიმრობა მიესაჯა.

ამასთან, სასჯელი დაუსწრებლად შეეფარდა გერონტი ალანიასაც, რომელიც პატიმრობაში უკვე იმყოფებოდა.

გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ბრალი აქვს წაყენებული საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასაც, ასევე ორი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა დავით კოკიაშვილს, რომელიც მართავდა ავტომობილს, რომლითაც გირგვლიანი ოქროყანაში მიიყვანეს.


ყველა ახალი ამბავი
0