მიხეილ სააკაშვილმა გენპროკურატურაში დაკითხვა ჩაშალა

© REUTERS / Valentyn OgirenkoБывший президент Грузии и украинский оппозиционный лидер Михаил Саакашвили в зале суда в Киеве
Бывший президент Грузии и украинский оппозиционный лидер Михаил Саакашвили в зале суда в Киеве - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა საგამოძიებო პროცედურებზე და გენპროკურატურა დატოვა

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა  გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც უკრაინის გენერალურ პროკურატურაში გამოცხადდა, დაკითხვა ჩაშალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

სააკაშვილის მომხრეთა აქცია კიევში - Sputnik საქართველო
სააკაშვილმა თავისი მომხრეები ოქტომბრის სასახლიდან გაიყვანა

სააგენტოს ინფორმაციით, სააკაშვილი, რომელიც უნდა დაკითხულიყო, როგორც დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან კავშირში ეჭვმიტანილი, გენერალური პროკურატურის ვესტიბულში გაესაუბრა ჟურნალისტებს, შემდეგ კი შენობა დატოვა — ისე რომ გამომძიებლებს არ შეხვედრია.

„სააკაშვილმა ჩაშალა საგამოძებო ქმედებები… ის ამ ქმედებების ჩასატარებლად უკრაინის გენერალურ პროკურატურაში იყო დაბარებული, მაგრამ მხოლოდ გამტარ პუნქტზე გამოცხადდა და უარი თქვა საგამოძიებო პროცედურებზე“, განუცხადა პროკურორმა ალექსანდრ გოვორუშჩაკაკმა ტელეარხ 112 Украина-სთან საუბრისას.

მიხეილ სააკაშვილს უწყება უკრაინის გენპროკურატურაში გამოცხადების თაობაზე გუშინ, კვირას ჩაბარდა.

ყველა ახალი ამბავი
0