სააკაშვილმა თავისი მომხრეები ოქტომბრის სასახლიდან გაიყვანა

© REUTERS / Valentyn Ogirenkoსააკაშვილის მომხრეთა აქცია კიევში
სააკაშვილის მომხრეთა აქცია კიევში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კიევის პოლიციის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ სამართალდამცველები უფლებამოსილების ფარგლებში ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას აღკვეთენ.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა პოლიტიკოსის მოწოდებით დატოვეს კიევის ცენტრში მდებარე ოქტომბრის სასახლე და დამოუკიდებლობის მოედანზე დაბრუნდნენ, იუწყება РИА Новости.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამართალდამცველების მონაცემებით, სასახლის შენობაში მიმდინარეობდა კონცერტი. მან მოუწოდა თავის მომხრეებს დაეტოვებინათ სასახლე, რათა უდანაშაულო ადამიანები არ დაზარალებულიყვნენ.

იკითხეთ ასევე: როგორ გამოიყენებს სააკაშვილი შტურმით აღებულ ოქტომბრის სასახლეს კიევში >>>

„მოდით, წავიდეთ მაიდნისკენ, გთხოვთ ერთად წავიდეთ“, — მიმართა სააკაშვილმა შეკრებილ ადამიანებს.

ამის შემდეგ პოლიტიკოსი ადამიანების ძირითად ჯგუფთან ერთად დამოუკიდებლობის მოედნისკენ გაემართა.

პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა - Sputnik საქართველო
რა მისწერა სააკაშვილმა პოროშენკოს

ამასთან, მომიტინგეთა ნაწილი სასახლესთან რჩება. მათ პოლიციასთან კიდევ ერთი შეხლა-შემოხლა გამართეს, რა დროსაც სამართალდამცველებს პეტარდები და წყლით სავსე პლასტიკის ბოთლები ესროლეს.

უკრაინულ ტელეარხ ZIK-ის ინფორმაციით, ოქტომბრის სასახლეში ჯაზ-მუსიკის კონცერტი მიმდინარეობს, დარბაზში ბევრი მაყურებელია და იქ მშვიდი ვითარებაა.

უკრაინის დედაქალაქის აფიშების თანახმად, კვირას ოქტომბრის სასახლეში უნდა ჩატარდეს ორი გამოსვლა ჯაზ-კოლექტივის  The World Famous Glenn Miller Orchestra. ოქტომბრის სასახლეში ყოველწლიურად საბავშვო სასახალწლო კონცერტები იმართება.


ყველა ახალი ამბავი
0