თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. შტურმის შედეგად საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა აიღეს კიევის ცენტრში მდებარე ოქტომბრის სასახლე, იუწყება РИА Новости.
აქტივისტებმა შესასვლელი კარი შეამტვრიეს, გადალახეს შიგნით გამაგრებული ეროვნული გვარდიის წინააღმდეგობა და შენობაში შეიჭრნენ. სამართალდამცველებმა აქტივისტების წინააღდეგ ცეცხლმაქრები გამოიყენეს. აქტივისტებმა სასახლიდან გამოიყვანეს რამდენიმე გვარდიელი, რომლებიც ცეცხლმაქრების თეთრ ფხვნილში იყვნენ ამოსვრილები.
შტურმის დროს სამჯერ გაისმა ისეთი ხმა, რომელიც ასაფეთექებელი პაკეტის აფეთქებისას ისმის. დაშავდნენ მომიტინგეები, რომლებსაც ცეცხლმაქრების თეთრი ფხვნილი მოხვდა. მედიკოსები მათ დახმარებას უწევენ.
ამ მომენტისთვის სააკაშვილის მომხრეები ატარებენ ვეჩეს, რომელზეც მოითხოვენ იმპიჩმენტის შესახებ კანონის მიღებას, რაომელიც უკრაინაში პრეზიდენტის გადადგომის პროცედურას დაარეგულირებს.
დამოუკიდებლობის მოედანზე მიტინგამდე ჩატარდა მარში — სააკაშვილის მომხრეებმა კიევის ცენტრში ორგანიზებული კოლონით გაიარეს. მსგავს ღონისზიებებს აქციების ორგანიზატორები ყოველ კვირას ატარებენ.