საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილის განაჩენთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

© FB / Giorgi Margvelashviliსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ პროკურატურის მოქმედებამ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი შეასუსტოს

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განაჩენთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა და აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ პროკურატურამ დევნის საფუძვლად შეწყალების უფლების შესახებ საკონსტიტუციო მუხლი გამოიყენა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ  სააკაშვილს „გაერთიანებული საქართველოს ბანკის“ თანამშრომლის მკვლელობის საქმეში სამი წლით თავისუფლების აღკვეთა  დაუსწრებლად  მიუსაჯა. ექს–პრეზიდენტი დამნაშავედ ცნეს სსკ–ის მუხლით „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“. როგორც სასამართლომ დაადგინა, სააკაშვილმა გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ბრალდებული მაღალჩინოსნები შეიწყალა და ამ გზით პასუხისგებისგან გაათავისუფლა ისინი.  

„დღეს, როდესაც ვუყურებთ საზოგადოებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმის განხილვას, შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ დევნის საფუძვლად გამოიყენა კონსტიტუციური მუხლი შეწყალების უფლების“, — განუცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებს.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილს საქართველოში პატიმრობა შეუფარდეს

პრეზიდენტის თქმით, შეწყალების შესახებ მუხლის გამოყენების შემდეგ, პროკურატურის მხრიდან გაისმა პოლიტიკური განცხადებაც, რომელიც აჩვენებს, რომ ადგილი აქვს საკონსტიტუციო უფლების არასწორი ინტერპრეტაციის მცდელობას.

„ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ საერთაშორისო თვალსაზრისით სწორედ კონსტიტუციური მუხლით დევნის წამოწყება ბადებს სერიოზულ კითხვის ნიშნებს და სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს პოლიტიკურ იმიჯს. ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს, რადგან გვიჩნდება ეჭვი, რომ სწორედ ამ მუხლით დევნის განხორციელება ემსახურება კიდევ ერთხელ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას და იმ პრეროგატივების შესუსტებას, რაც გააჩნია პრეზიდენტს”, — განაცხადა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გირგვლიანის მკვლელობის საქმე და წინა ხელისუფლების რეაქცია თავიდან საზოგადეობის უკიდურეს აღშფოთებას იწვევდა.

„ეს აღშფოთება თავის დროზე გაიზიარა სტრასბურგის სასამართლომაც, თუმცა ხელისუფლების ცვლილებების ამ სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანებიდან ზოგიერთი დაწინაურებული იქნა. ამან საზოგადოებაში კიდევ ერთხელ გააჩინა უნდობლობა სამართალდამცველი სისტემის მიმართ”, — აღნიშნა მარგველაშვილმა.

სასამართლომ სააკაშვილს ოთხი წელი მიუსაჯა, თუმცა ამნისტიის შედეგად სასჯელის ვადა სამ წლამდე შეამცირეს.


ყველა ახალი ამბავი
0