16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი №51 და პირველი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, სარალიძე კი მეორე დღეს საავდმყოფოში დაიღუპა. ამ დანაშაულის ჩადენისთვის ორი არასრულწლოვანი დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს ერთ-ერთი მათგანი დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, მეორე – სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების საქმის ახალ დეტალებს გაეცანით „Sputnik საქართველოს“  ვებგვერდზე.  

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0