რას ვსუნთქავთ: ჰაერის დაბინძურებისთვის „რუსთავის ფოლადი“ დაჯარიმდება

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის მეტალურგიული ქარხანა
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2022
გამოწერა
საწარმოს მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშაობაში ეკოლოგიური წესების დარღვევები გამოვლინდა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ისტორია 1948 წლიდან იწყება. ქარხანა სხვადასხვა სახის პროდუქციას უშვებს, მათ შორის არმატურასა და უნაკერო მილებს. ქარხანაში 2 ათასამდე ადამიანია დასაქმებული.
„საწარმოს მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა და გატარდება კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეაგირება“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიწერილობით, კომპანია „რუსთავის ფოლადი", რომელიც რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას მართავს, ვალდებული იყო საქმიანობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების დაცვით წარემართა.
ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გამოიკვეთა, რომ კომპანიის მიერ გარკვეული ვალდებულებები არ შესრულებულა, მათ შორის, საამქროში არსებული ძველი დანადგარები არ არის აღჭურვილი ასპირაციისა და გამწმენდი სისტემებით, რაც იწვევს არაორგანიზებულ გაფრქვევას ატმოსფერულ ჰაერში.
გარდა ამისა, ზოგიერთ აგრეგატზე და მოწყობილობებზე დარღვეულია ტექნოლოგიურ პროცესში მონაწილე დანადგარების ჰერმეტულობა. აგრეთვე დარღვეულია ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნები.
© photo: Sputnik / Stringerრუსთავის მეტალურგიული ქარხანა
Руставский металлургический завод - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2022
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა
ნარჩენების მართვის კოდექსის მიზანია გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, ნარჩენების მართვის ეფექტური მექანიზმების შექმნა, ნარჩენების წარმოქმნისა და მისი უარყოფითი ზეგავლენის პრევენცია და შემცირება და ა.შ.
რამდენიმე დღის წინ ნარჩენების მართვის კუთხით დარღვევები გამოვლინდა „რუსთავის აზოტზე“, რომელიც მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების მწარმოებელი საწარმო დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწარმოა ამიერკავკასიაში. დეპარტამენტის განცხადებით, საწარმოს მიმართ კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეაგირება გატარდება.
ყველა ახალი ამბავი
0