https://sputnik-georgia.com/20230606/premieri-vinc-policias-seuracxyofas-miayenebs-saqartvelos-mteria-278330061.html
პრემიერი: ვინც პოლიციას შეურაცხყოფას მიაყენებს, საქართველოს მტერია
პრემიერი: ვინც პოლიციას შეურაცხყოფას მიაყენებს, საქართველოს მტერია
Sputnik საქართველო
პრემიერმა პირობა დადო, რომ სანიმუშოდ დაისჯება ყველა, ვინც პოლიციელებს შეურაცხყოფას მიაყენებს. 06.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-06T18:29+0400
2023-06-06T18:29+0400
2023-06-06T18:29+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საქმის ახალი დეტალები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/09/264276310_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_f274487fd8a3316ce722c86e1ed449a3.jpg
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ყველა, ვინც შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს ქართულ პოლიციას, ქვეყნის მტერია, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირმა გიორგი არველაძემ პოლიციის დღეს, 1 ივნისს, სოციალურ ქსელში ქართველ პოლიციელებს ძაღლობა და ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭები უწოდა. უფრო ადრე პოლიციის მიმართ აგრესია გამოიჩინა რუსთაველზე მარტის აქციების ზოგიერთმა მონაწილემ, როდესაც მათ „მოლოტოვის კოქტეილები" დაუშინა. გარდა ამისა, პრემიერმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ზურაბ ჯაფარიძის ორგანიზაცია „გირჩი - მეტი თავისუფლების" მუშაობა გააკრიტიკა. ღარიბაშვილის თქმით, ჯაფარიძე სანიმუშო ანტიეროვნულ, ანტიქართულ, ნეოფაშისტურ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. „სრულიად ამორალური, დეგრადირებული ორგანიზაცია, როგორიცაა „გირჩი", რომელმაც თუ რაიმე გააკეთა, ყველაფერი იყო ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. ჯერ, გახსოვთ, რომ მათი მოგონილი იყო ეს, არ მინდა გავიმეორო, მაგრამ ალტერნატიული ეკლესიების დაფუძნება, „გასაბერი ეკლესიები" მოიგონეს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა" 2017 წელს დაარეგისტრირა რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება", რომელიც ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და ამით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება. თუმცა, 2024 წლიდან, თავდაცვის განახლებული კოდექსის თანახმად, სამღვდელო პირებს სამხედრო სამსახურში გაიწვევენ. პრემიერმა აღნიშნა, რომ „გირჩმა" 10 ათასამდე ადამიანი დაარწმუნა, არ წასულიყო ჯარში, მაგრამ, ამავე დროს, ატარებს ტრენინგებს, სადაც ახალგაზრდებს იარაღთან ურთიერთობებს ასწავლიან. მაისის დასაწყისში ტელეკომპანია „იმედმა" ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად არის საუბარი ტრენინგების შესაძლო შინაარსსა და მიზნებზე, რომლებსაც ჯაფარიძე და მისი თანამოაზრეები სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს უქმე დღეებში უტარებენ. ფარულ აუდიოჩანაწერში, სავარაუდოდ, პარტიის ლიდერები დეტალურად განიხილავენ, თუ როგორ უნდა გადაიზარდოს პროტესტში ე.წ. თავისუფალი უიქენდები, და რა როლი უნდა შეასრულოს ჯაფარიძემ ამ პროცესში. „გირჩის" ლიდერი ახალგაზრდებს სისხლიანი რევოლუციისთვის ამზადებს? მმართველი პარტიის რეაქცია>>არსებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის" მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი 2022 წლის სექტემბერშია გაკეთებული. საუბარი, სავარაუდოდ, „"გირჩის" წევრებს – ანა ჩიქოვანს, გიორგი მოსიაშვილსა და ხვიჩა ბელაშვილს შორის შედგა. საუბრის მონაწილეები არ მალავენ, რომ ახალგაზრდული ბანაკები მათ კონკრეტული მიზნებისთვის სჭირდებათ. საუბარია ასევე იმაზე, რომ ჯაფარიძეს რევოლუციონერის როლის შესრულება მოუწევს. გარდა ამისა, ე.წ. ახალგაზრდულ ბანაკებში დიდ როლს თამაშობს იარაღი, უფრო სწორად, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების პრაქტიკული კურსები. ღია წყაროებიდან მოპოვებულ ფოტო და ვიდეომასალებში ნათლად ჩანს, რომ უიკენდების შემადგენელი ნაწილია იარაღთან მოპყრობის და მისი მოხმარების სწავლება და ამისთვის სემინარებზე სპეციალურად მენტორები ჩადიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/09/264276310_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_ad1ccba4ae00f1fcc0f60018230a0708.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საქმის ახალი დეტალები, საქართველო, საზოგადოება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საქმის ახალი დეტალები, საქართველო, საზოგადოება
პრემიერი: ვინც პოლიციას შეურაცხყოფას მიაყენებს, საქართველოს მტერია
პრემიერმა პირობა დადო, რომ სანიმუშოდ დაისჯება ყველა, ვინც პოლიციელებს შეურაცხყოფას მიაყენებს.
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ყველა, ვინც შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს ქართულ პოლიციას, ქვეყნის მტერია, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირმა გიორგი არველაძემ პოლიციის დღეს, 1 ივნისს, სოციალურ ქსელში ქართველ პოლიციელებს ძაღლობა და ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭები უწოდა. უფრო ადრე პოლიციის მიმართ აგრესია გამოიჩინა რუსთაველზე მარტის აქციების ზოგიერთმა მონაწილემ, როდესაც მათ „მოლოტოვის კოქტეილები" დაუშინა.
„ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენს გმირ, საამაყო პოლიციას რაიმე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს, არის ჩვენი ქვეყნის მტერი. ყველა, ვინც პოლიციის წინააღმდეგ გაილაშქრებს, მით უმეტეს, როგორც ეს გააკეთეს, ლამის ცოცხლად დაწვა გადაწყვიტეს ამ დესტრუქციულმა, ანარქისტულმა ძალებმა, ყველა ის ადამიანი იქნება სამაგალითოდ დასჯილი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, პრემიერმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ზურაბ ჯაფარიძის ორგანიზაცია „გირჩი - მეტი თავისუფლების" მუშაობა გააკრიტიკა. ღარიბაშვილის თქმით, ჯაფარიძე სანიმუშო ანტიეროვნულ, ანტიქართულ, ნეოფაშისტურ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.
„სრულიად ამორალური, დეგრადირებული ორგანიზაცია, როგორიცაა „გირჩი", რომელმაც თუ რაიმე გააკეთა, ყველაფერი იყო ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. ჯერ, გახსოვთ, რომ მათი მოგონილი იყო ეს, არ მინდა გავიმეორო, მაგრამ ალტერნატიული ეკლესიების დაფუძნება, „გასაბერი ეკლესიები" მოიგონეს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა" 2017 წელს დაარეგისტრირა რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება", რომელიც ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და ამით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება. თუმცა, 2024 წლიდან, თავდაცვის განახლებული კოდექსის თანახმად, სამღვდელო პირებს სამხედრო სამსახურში გაიწვევენ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ „გირჩმა" 10 ათასამდე ადამიანი დაარწმუნა, არ წასულიყო ჯარში, მაგრამ, ამავე დროს, ატარებს ტრენინგებს, სადაც ახალგაზრდებს იარაღთან ურთიერთობებს ასწავლიან.
„ამ ადამიანების, ორპროცენტიანი, ერთპროცენტიანი პარტიების ნებისმიერი უსუსური მცდელობა დასრულდება სრული კრახით და სახელმწიფო იქნება უკომპრომისო ყველა ასეთი შემთხვევის გამოვლინებისას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩემთვის სრულიად მიუღებელია, ესაა დასაგმობი ფაქტი", - განაცხადა პრემიერმა.
მაისის დასაწყისში ტელეკომპანია „იმედმა" ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად არის საუბარი ტრენინგების შესაძლო შინაარსსა და მიზნებზე, რომლებსაც ჯაფარიძე და მისი თანამოაზრეები სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს უქმე დღეებში უტარებენ.
ფარულ აუდიოჩანაწერში, სავარაუდოდ, პარტიის ლიდერები დეტალურად განიხილავენ, თუ როგორ უნდა გადაიზარდოს პროტესტში ე.წ. თავისუფალი უიქენდები, და რა როლი უნდა შეასრულოს ჯაფარიძემ ამ პროცესში.
არსებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის" მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი 2022 წლის სექტემბერშია გაკეთებული. საუბარი, სავარაუდოდ, „"გირჩის" წევრებს – ანა ჩიქოვანს, გიორგი მოსიაშვილსა და ხვიჩა ბელაშვილს შორის შედგა.
საუბრის მონაწილეები არ მალავენ, რომ ახალგაზრდული ბანაკები მათ კონკრეტული მიზნებისთვის სჭირდებათ. საუბარია ასევე იმაზე, რომ ჯაფარიძეს რევოლუციონერის როლის შესრულება მოუწევს.
გარდა ამისა, ე.წ. ახალგაზრდულ ბანაკებში დიდ როლს თამაშობს იარაღი, უფრო სწორად, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების პრაქტიკული კურსები. ღია წყაროებიდან მოპოვებულ ფოტო და ვიდეომასალებში ნათლად ჩანს, რომ უიკენდების შემადგენელი ნაწილია იარაღთან მოპყრობის და მისი მოხმარების სწავლება და ამისთვის სემინარებზე სპეციალურად მენტორები ჩადიან.