„გირჩის" ლიდერი ახალგაზრდებს სისხლიანი რევოლუციისთვის ამზადებს? მმართველი პარტიის რეაქცია

© photo: Sputnik / Stringerზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2023
გამოწერა
„იმედის კვირის“ გუნდმა გამოიძია იმ ტრენინგების შინაარსი და მიზანი, რომელსაც ზურაბ ჯაფარიძე და მისი თანაგუნდელები მართავენ.
თბილისი, 8 მაისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ქმედებები სულ უფრო სახიფათო ხდება, რადგან მიზნად ისახავს საქართველოში სისხლიანი რევოლუციური სცენარის განხორციელებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ჯაფარიძის და მისი თანამოაზრეების მიერ უქმეებზე სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის დაგეგმილი ტრენინგების შესაძლო შინაარსი და მიზანი. ფარულ აუდიოჩანაწერში, სავარაუდოდ, პარტიის ლიდერები დეტალურად განიხილავენ, თუ როგორ უნდა გადაიზარდოს პროტესტში ე.წ. თავისუფალი უქმეები და რა როლი უნდა ითამაშოს ამ პროცესში ჯაფარიძემ.

„სამწუხაროდ, ჯაფარიძე არაერთხელ არის შემჩნეული მსგავს ქმედებებში, რომელთაც აღარ შეიძლება ეწოდოს უბრალოდ დესტრუქციულობა. იგი სულ უფრო მეტად იღებს საშიშ ხასიათს, მასში აშკარად იგრძნობა არა უბრალოდ ნარატივი, არამედ კონკრეტული გეგმების განხორციელებაზე მუშაობა, რომელიც გულისხმობს ე.წ. სისხლიანი რევოლუციების განხორციელების, სცენარების დადგმის, სპექტაკლების გათამაშების სურვილს", – განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ ჯაფარიძეს საამისო რესურსი არ გააჩნია.
„მიუხედავად ამისა, ეს არ არის ის, რაც თავსებადია თანამედროვე, ცივილიზებული, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან. ბუნებრივია, ასეთი რამ კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა სარჯველაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
არსებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი 2022 წლის სექტემბერშია გაკეთებული. საუბარი, სავარაუდოდ, „გირჩის" წევრებს – ანა ჩიქოვანს, გიორგი მოსიაშვილსა და ხვიჩა ბელაშვილს შორის შედგა.
„ეროვნულმა მოძრაობამ“ ხელისუფლებას ოთხი მოთხოვნა წაუყენა>>>
საუბრის მონაწილეები არ მალავენ, რომ მათ ახალგაზრდული ბანაკები კონკრეტული მიზნებისთვის სჭირდებათ. საუბარია იმის თაობაზეც, რომ ამ პროცესში ჯაფარიძეს მოუწევს რევოლუციონერის როლის თამაში.
გარდა ამისა, ე.წ. ახალგაზრდულ ბანაკებში დიდ როლს თამაშობს იარაღი, უფრო სწორად, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების პრაქტიკული კურსები. ღია წყაროებიდან მოპოვებულ ფოტო და ვიდეომასალებში ნათლად ჩანს, რომ უიკენდების შემადგენელი ნაწილია იარაღთან მოპყრობის და მისი მოხმარების სწავლება და ამისთვის სემინარებზე სპეციალურად მენტორები ჩადიან.
როგორც ტელეკომპანიას წყარომ უამბო, ბაკურიანის სემინარზე მენტორის სტატუსით იმყოფებოდა აშშ-ის არმიის ყოფილი ოფიცერი და სამხედრო ინსტრუქტორი დევიდ ბერტელესი.
„იმედის" ინფორმაციით, მშობლების დიდმა ნაწილმა ამის შესახებ არაფერი იცის.
ყველა ახალი ამბავი
0