https://sputnik-georgia.com/20230409/erovnulma-mozraobam-xelisuflebas-otxi-motxovna-wauyena-276584592.html
„ეროვნულმა მოძრაობამ“ ხელისუფლებას ოთხი მოთხოვნა წაუყენა
„ეროვნულმა მოძრაობამ“ ხელისუფლებას ოთხი მოთხოვნა წაუყენა
Sputnik საქართველო
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მოუწოდა ყველა ოპოზიციურ ლიდერს გაერთიანებისკენ და კომპლექსების გათავისუფლებისკენ. 09.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-09T22:57+0400
2023-04-09T22:57+0400
2023-04-09T22:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/09/276580976_0:66:1281:786_1920x0_80_0_0_3ac0c388edae87b09b4b7d80fe466a6b.jpg
თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ის ძირითადი მოთხოვნები გააჟღერა, რომლის გარშემოც, მისი აზრით, შემდგომი ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.აქცია ლოზუნგით „ერთად ევროპაში“, რომლის ორგანიზატორია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ გაიმართა. ორგანიზატორებმა აქცია დაამთხვიეს 9 აპრილს - საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის და ასევე ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის დღეს, როდესაც 1989 წელს სამხედროების მიერ მრავალათასიანი მიტინგის დაშლის დროს 21 ადამიანი დაიღუპა.ოპოზიციის მოთხოვნები:„მეოთხე მოთხოვნაც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას და გვინდა, გამოვყოთ რამდენიმე პრიორიტეტი, ეს არის დეოლიგარქიზაციის კანონი, ეს არის სასამართლო რეფორმა და ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა. ამ ოთხი მოთხოვნის გარშემო ჩვენ გთავაზობთ დისკუსიასაც, ერთობასაც, საერთო ბრძოლის ხაზსაც, აბსოლუტურად ყველას“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მოუწოდა ყველა ოპოზიციურ ლიდერს გაერთიანებისკენ და კომპლექსების გათავისუფლებისკენ.გია ვოლსკი: ოპოზიციამ საქართველოში რევოლუციური კომიტეტი შექმნა >>„მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ ლიდერს, გადადეთ თქვენი პირადი, თქვენი პარტიული ინტერესები, დამარხეთ თქვენს თავში კომპლექსები და ნუ დაინტერესდებით, რას იტყვის რუსი ოლიგარქი თქვენზე. მთავარია, რას ფიქრობს მისი აღმატებულება ქართველი ხალხი “, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.პარლამენტთან აქცია „ერთად ევროპაში“ ცხრა საათზე დასრულდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/09/276580976_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_4a186ccb83bf8f099dcf4eb035f89540.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
„ეროვნულმა მოძრაობამ“ ხელისუფლებას ოთხი მოთხოვნა წაუყენა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მოუწოდა ყველა ოპოზიციურ ლიდერს გაერთიანებისკენ და კომპლექსების გათავისუფლებისკენ.
თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ის ძირითადი მოთხოვნები გააჟღერა, რომლის გარშემოც, მისი აზრით, შემდგომი ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.
აქცია ლოზუნგით „ერთად ევროპაში“, რომლის ორგანიზატორია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ გაიმართა. ორგანიზატორებმა აქცია დაამთხვიეს 9 აპრილს - საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის და ასევე ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის დღეს, როდესაც 1989 წელს სამხედროების მიერ მრავალათასიანი მიტინგის დაშლის დროს 21 ადამიანი დაიღუპა.
მარტის საპროტესტო აქციების დროს პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება;
აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების დაუყოვნებლივ გადადგომა;
მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ტელეკომპანია „მთავრის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება;
ევროკავშირის 12 პირობის შესრულება, პირველ რიგში, ეს არის დეოლიგარქიზაცია, სასამართლო რეფორმა და საარჩევნო რეფორმა.
„მეოთხე მოთხოვნაც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას და გვინდა, გამოვყოთ რამდენიმე პრიორიტეტი, ეს არის დეოლიგარქიზაციის კანონი, ეს არის სასამართლო რეფორმა და ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა. ამ ოთხი მოთხოვნის გარშემო ჩვენ გთავაზობთ დისკუსიასაც, ერთობასაც, საერთო ბრძოლის ხაზსაც, აბსოლუტურად ყველას“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მოუწოდა ყველა ოპოზიციურ ლიდერს გაერთიანებისკენ და კომპლექსების გათავისუფლებისკენ.
„მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ ლიდერს, გადადეთ თქვენი პირადი, თქვენი პარტიული ინტერესები, დამარხეთ თქვენს თავში კომპლექსები და ნუ დაინტერესდებით, რას იტყვის რუსი ოლიგარქი თქვენზე. მთავარია, რას ფიქრობს მისი აღმატებულება ქართველი ხალხი “, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
პარლამენტთან აქცია „ერთად ევროპაში“ ცხრა საათზე დასრულდა.