მასშტაბური სპეცოპერაცია: პოლიციამ 18 ნარკორეალიზატორი დააკავა

© Sputnik / STRINGERსპეცოპერაცია ფონიჭალაში
სპეცოპერაცია ფონიჭალაში - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2021
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მასშტაბით ნარკოდანაშაულის ბრალდებით 21 პირი, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორია დაკავებული, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისში, ლაგოდეხში, მარნეულში, რუსთავსა და ბათუმში ჩატარდა.
უწყების ცნობით, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.
პატრული - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
ნარკოდილერები Telegram–ით ნარკოტიკებს ასაღებდნენ
სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული ფაქტების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
დაკავებულებიდან სამი პირი ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფის კურიერები იყვნენ, რომლებიც ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციას თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე ახდენდნენ.
დაკავებულთა პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით რამდენიმე სახის ნარკოტიკი, მათ შორის, 8 ლიტრამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. ჩხრეკისას ასევე ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა.
ნარკოდანაშაულის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0