https://sputnik-georgia.com/20230912/mkvleloba-xoravas-qucaze-sasamartlom-ert-erti-mkvlelis-ganaceni-ucvleli-datova-282210333.html
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე: სასამართლომ ერთ-ერთი მკვლელის განაჩენი უცვლელად დატოვა
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე: სასამართლომ ერთ-ერთი მკვლელის განაჩენი უცვლელად დატოვა
Sputnik საქართველო
გიორგი მენაბდე სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ დააკავეს თბილისში მომხდარი მასობრივი ჩხუბიდან, რომლის შედეგადაც ორი მოზარდი დაიღუპა 12.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-12T21:49+0400
2023-09-12T21:49+0400
2023-09-13T00:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საქმის ახალი დეტალები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24311/86/243118636_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_c6c30d0608667ea0e14f1d068d9ae333.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა სასულიერო პირის შვილის, გიორგი მენაბდის განაჩენი, რომელიც დამნაშავედ ცნეს სკოლის მოსწავლის, დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ნათქვამია საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაში.თბილისის ცენტრში ორი 16 წლის მოსწავლის მკვლელობის საქმე ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ისინი 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში მასობრივ ჩხუბს შეეწირნენ. მენაბდე სარალიძის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ, 2021 წლის 15 აპრილს დააკავეს.2023 წლის იანვარში მენაბდეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.პროკურატურამ დაამტკიცა, რომ მენაბდე მიხეილ კალანდიასთან და გიორგი ჯანაშიასთან ერთად მონაწილეობდა სარალიძის მკვლელობაში და მას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.მენაბდე საქმეზე მოწმედ გადიოდა და 2018 წლის საგამოძიებო პროცესების დროს მასზე, როგორც მკვლელზე, ჯანაშია მიუთითებდა.საქმის დეტალები2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად 16 წლის მოზარდები დაიღუპნენ – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივ ჩხუბს ემსხვერპლნენ. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა, სარალიძე კი მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.2018 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული გუგა ბარბაქაძე დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, გიორგი ჯანაშია კი – სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მოსამართლემ დაადასტურა მისი მტკიცებულები, რომ მკვლელობაში დამნაშავეები თავისუფლები არიან, ხოლო საგამოძიებო ორგანოებს საქმის ობიექტური გამოძიება არ სურთ.თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო, საზოგადოების ზეწოლიდან გამომდინარე საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა, შსს-მ კი საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო.ზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალებას ითხოვს >>საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომელსაც მანამდე როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ მიმართეს, გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ბარბაქაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი უცვლელი დარჩა, ჯანაშია კი დამნაშავედ ცნეს სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობაში.დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას, ბრალის აღიარებისა და თანამშრომლობის სანაცვლოდ, 2020 წლის 28 იანვარს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოფიციალურად გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომელიც საბოლოოდ ოთხი წლის ვადით პირობით და ოთხი წლის ვადით რეალურ სასჯელს გულისხმობდა. საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ბრალის აღიარების და მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ მიცემული ჩვენების საფუძველზე.2020 წლის ივლისში კალანდიას 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.2022 წლის იანვარში სასამართლომ გიორგი მენაბდეს 10 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.რაც შეეხება ჯანაშიას, პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით, მან საპატიმრო უკვე დატოვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24311/86/243118636_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_b3cb2d0e856573b7c2772046736e53a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საქმის ახალი დეტალები
ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საქმის ახალი დეტალები
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე: სასამართლომ ერთ-ერთი მკვლელის განაჩენი უცვლელად დატოვა
21:49 12.09.2023 (განახლებულია: 00:50 13.09.2023) გიორგი მენაბდე სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ დააკავეს თბილისში მომხდარი მასობრივი ჩხუბიდან, რომლის შედეგადაც ორი მოზარდი დაიღუპა
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა სასულიერო პირის შვილის, გიორგი მენაბდის განაჩენი, რომელიც დამნაშავედ ცნეს სკოლის მოსწავლის, დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ნათქვამია საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
თბილისის ცენტრში ორი 16 წლის მოსწავლის მკვლელობის საქმე ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ისინი 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში მასობრივ ჩხუბს შეეწირნენ. მენაბდე სარალიძის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ, 2021 წლის 15 აპრილს დააკავეს.
2023 წლის იანვარში მენაბდეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
პროკურატურამ დაამტკიცა, რომ მენაბდე მიხეილ კალანდიასთან და გიორგი ჯანაშიასთან ერთად მონაწილეობდა სარალიძის მკვლელობაში და მას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
მენაბდე საქმეზე მოწმედ გადიოდა და 2018 წლის საგამოძიებო პროცესების დროს მასზე, როგორც მკვლელზე, ჯანაშია მიუთითებდა.
2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად 16 წლის მოზარდები დაიღუპნენ – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივ ჩხუბს ემსხვერპლნენ. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა, სარალიძე კი მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
2018 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული გუგა ბარბაქაძე დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, გიორგი ჯანაშია კი – სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მოსამართლემ დაადასტურა მისი მტკიცებულები, რომ მკვლელობაში დამნაშავეები თავისუფლები არიან, ხოლო საგამოძიებო ორგანოებს საქმის ობიექტური გამოძიება არ სურთ.
თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო, საზოგადოების ზეწოლიდან გამომდინარე საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა, შსს-მ კი საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო.
საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომელსაც მანამდე როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ მიმართეს, გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ბარბაქაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი უცვლელი დარჩა, ჯანაშია კი დამნაშავედ ცნეს სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობაში.
დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას, ბრალის აღიარებისა და თანამშრომლობის სანაცვლოდ, 2020 წლის 28 იანვარს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოფიციალურად გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომელიც საბოლოოდ ოთხი წლის ვადით პირობით და ოთხი წლის ვადით რეალურ სასჯელს გულისხმობდა. საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ბრალის აღიარების და მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ მიცემული ჩვენების საფუძველზე.
2020 წლის ივლისში კალანდიას 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
2022 წლის იანვარში სასამართლომ გიორგი მენაბდეს 10 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რაც შეეხება ჯანაშიას, პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით, მან საპატიმრო უკვე დატოვა.