ვატიკანი, ვატიკანის ქალაქი–სახელმწიფო არის სუვერენული ქალაქი–სახელმწიფო, რომელიც წარმოადგენს კედლებშემორტყმულ ანკლავს იტალიის დედაქალაქ რომში. მისი ფართობია 44 ჰექტარი, მოსახლეობა კი – 800 ადამიანზე ცოტა მეტი. ვატიკანი ჩამოყალიბდა 1929 წელს ლატერანის ხელშეკრულების შედეგად. ვატიკანი განსხვავდება წმინდა ეპარქიისგან, რომელიც მსოფლიოს კათოლიკე ქრისტიანებისთვის მთავარ ეპარქიას წარმოადგენს. ლატერანის ხელშეკრულება ვატიკანს განიცილავდა, როგორც ინოვაციას. ვატიკანი არის ეკლსიასტიკური სახელმწიფო, რომელსაც რომის ეპისკოპოსი, ანუ პაპი მართავს. ამ სახელმწიფოს ყველა მაღალი რანგის ოფიციალური პირი არის კათოლიკე სამღვდელოების სხვადასხვა ეროვნების წევრი. ვატიკანი არის წმინდა ეპარქიის სუვერენული ტერიტორია და პაპის რეზიდენციის – აპოსტოლური სასახლის ადგილი.
გაეცანით სიახლეებს ვატიკანის შესახებ Sputnik–საქართველოს მეშვეობით.