https://sputnik-georgia.com/20230607/278357549.html
რომის პაპს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა
რომის პაპს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. რომის პაპი ფრანცისკი რომის აგოსტინი ჯემელის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდება, იუწყება ვატიკანის... 07.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-07T14:42+0400
2023-06-07T14:42+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
იტალია
ვატიკანი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1c/269830214_395:113:1771:887_1920x0_80_0_0_e76ed06922214e961102235a0868b850.jpg
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. რომის პაპი ფრანცისკი რომის აგოსტინი ჯემელის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდება, იუწყება ვატიკანის პრეს-სამსახური.გავრცელებული ინფორმაციით, პაპს პოსტოპერაციული თიაქარი აწუხებს, რომელიც მტკივნეულ და სუბოკლუზიურ სინდრომებს იწვევს.როგორც მოსალოდნელია, ფრანცისკი საავადმყოფოში რამდენიმე დღე დარჩება — სანამ ოპერაციის შემდეგ ორგანოთა ფუნქციები სრულად არ აღდგება.როგორც ცნობილია, 86 წლის პონტიფიკოსს არაერთი ქრონიკული დაავადება აწუხებს. მუხლის პრობლემების გამო ის ეტლით მოძრაობს, 2021 წელს კი ნაწლავების ოპერაცია გაიკეთა. ამის გამო ფრანცისკ I არ გამორიცხავდა, რომ ნებაყოფლობით დატოვებდა თანამდებობას, თუ იგრძნობდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა მოვალეობების სრულფასოვნად შესრულების საშუალებას აღარ აძლევდა.
იტალია
ვატიკანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1c/269830214_0:0:2560:1920_1920x0_80_0_0_f083be8dfe5d0afd416550ff5c94ca13.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
იტალია , ვატიკანი , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
იტალია , ვატიკანი , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რომის პაპს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა
14:42 07.06.2023 (განახლებულია: 15:52 20.07.2023) თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. რომის პაპი ფრანცისკი რომის აგოსტინი ჯემელის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდება, იუწყება ვატიკანის პრეს-სამსახური.
გავრცელებული ინფორმაციით, პაპს პოსტოპერაციული თიაქარი აწუხებს, რომელიც მტკივნეულ და სუბოკლუზიურ სინდრომებს იწვევს.
„საერთო აუდიენციის შემდეგ პაპი ფრანცისკი Agostino Gemelli-ს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში წავიდა, სადაც მუცლის კედლის ლაპაროტომია და მუცლის კედლის ოპერაცია ჩაუტარდება საერთო ანესთეზიის ქვეშ“, — ნათქვამია განცხადებაში.
როგორც მოსალოდნელია, ფრანცისკი საავადმყოფოში რამდენიმე დღე დარჩება — სანამ ოპერაციის შემდეგ ორგანოთა ფუნქციები სრულად არ აღდგება.
როგორც ცნობილია, 86 წლის პონტიფიკოსს არაერთი ქრონიკული დაავადება აწუხებს. მუხლის პრობლემების გამო ის ეტლით მოძრაობს, 2021 წელს კი ნაწლავების ოპერაცია გაიკეთა. ამის გამო ფრანცისკ I არ გამორიცხავდა, რომ ნებაყოფლობით დატოვებდა თანამდებობას, თუ იგრძნობდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა მოვალეობების სრულფასოვნად შესრულების საშუალებას აღარ აძლევდა.